FAO-ს სურსათის ფასის ინდექსმა ოთხი წლის განმავლობაში თვიური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსმა ოთხი წლის განმავლობაში თვიური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

access_time2016-07-08 18:07:54

 

ივნისში საერთაშორისო სასაქონლო ფასებმა სურსათზე რეკორდული მაჩვენებლით - 4.2 პროცენტით მოიმატა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი თვიური ზრდაა.


FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასის ინდექს, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.


მოფლიო სურსათის ფასის ინდექსი ივნისში საშუალოდ 163.4 ქულას შეადგენდა და გასულ წელთან შედარებით, ერთი პროცენტით ნაკლები იყო. ივნისის ზრდა, რომელმაც გავლენა იქონია ყველა სასაქონლო კატეგორიაზე მცენარეული ზეთების გარდა, ზედიზედ მეხუთე თვიური ზრდაა.


FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი მაისიდან 14.8 პროცენტით გაიზარდა იმის გამო, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს უდიდეს შაქრის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში, ძლიერმა წვიმებმა მოსავლის აღებას ხელი შეუშალა და შაქრის მოსავალი დააზარალა.


FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი თვის მანძილზე 2.9 პროცენტით გაიზარდა და ახლა 2015 წლის ივნისის დონესთან შედარებით 3.9 პროცენტით დაბლაა. ეს ზრდა გამოიწვია სიმინდის ფასებმა, რაც ძირითადად ბრაზილიიდან ექსპორტის გამკაცრებამ განაპირობა. ხორბლის ჭარბმა მიწოდებამ და შეერთებულ შტატებში რეკორდულმა მოსავალმა ხორბლის ფასების ზრდა შეაკავა.



FAO-ს რძის ფასის ინდექსი მაისიდან 7.8 პროცენტით გაიზარდა, რასაც ბიძგი მისცა ოკეანიაში არსებულმა გაურკვეველმა პერსპექტივამ და ევროკავშირში წარმოების ზრდის შენელებამ. მიუხედავად ამისა, ინდექსი გასული წლის დონესთან შედარებით 14 პროცენტით ნაკლებ ნიშნულზე დარჩა.


FAO-ს ხორცის ფასის ინდექსმა მაისის ღირებულებასთან შედარებით 2.4 პროცენტით მოიმატა; ფასები ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცზე მსოფლიოში ზედიზედ მესამე თვეა იზრდება.


FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა ტენდენცია უგულებელყო და მაისის დონესთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა.


 ხორბლის მოსავლისა და მარცვლეულის მოხმარების პროგნოზები 2016/17 წლებში


FAO-ს მიერ გამოქვეყნებულ, მარცვლეულის მიწოდებისა და მოთხოვნის მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა წარმოების პერსპექტივები, პირველ რიგში, ხორბლისთვის. დღეს ხორბლის გლობალური წარმოება 732 მილიონ ტონას შეადგენს, რაც ერთი პროცენტით მეტია, ვიდრე ივნისში იყო მოსალოდნელი; ეს ძირითადად განაპირობება გაუმჯობესებულმა პერსპექტივებმა ევროკავშირში, რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ში, რაც ამინდის უკეთესი პირობებით არის გამოწვეული.


2016 წელს პროგნოზი მსოფლიოში სიმინდის წარმოების  შემცირებას ვარაუდობს, ვინაიდან ბრაზილიაში მეორე მოსავლის პერსპექტივები გაფერმკრთალდა, ხოლო ჩინეთში მთავრობის ნაკლებმა მხარდაჭერამ თესვის შემცირება გამოიწვია. მთლიანობაში მიმდინარე წელს საკვები მარცვლეულის წარმოება, სავარაუდოდ, 1 316.4 მლნ. ტონას შეადგენს, რაც გასული თვის პროგნოზზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.


პროგნოზის თანახმად, 2016/17 სავაჭრო წელს მსოფლიოში ხორბლის გამოყენების მთლიანი მოცულობა 2 555.6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2015/16 წლის შეფასებაზე.

 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up