FAO-ს გენერალური დირექტორი: პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოების დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა

FAO-ს გენერალური დირექტორი: პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოების დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა

access_time2020-10-30 23:00:00

FAO-ს გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილს აქვეყნებს. ინფორმაციას FAO ავრცელებს.


 

„2-4 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ევროპის 32-ე რეგიონულ კონფერენციას“ ატარებს, რომლის ვირტუალური მასპინძელი წელს უზბეკეთია. ღონისძიებაში მოწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, თემაზე - თუ როგორ უნდა გარდავქმნათ აგრო-სასურსათო სისტემები, რომ მივაღწიოთ მდგრადობას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.


FAO-ს რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს FAO-ს წევრი ყველა ქვეყანა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან: ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და არქტიკული წრიდან ცენტრალური აზიის პამირის მთებამდე. რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია და მასში შემავალი სასურსათო სისტემებიც რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.


COVID-19-ის პანდემიამდეც, აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა ყურადღებას იპყრობდა რეგიონში, განსაკუთრებით, ჭარბწონიანობის ფონზე, რომელიც, 2019 წლის მონაცემებით, 23 პროცენტს შეადგენდა ევროპაში და 18-ს ცენტრალურ აზიაში. ასევე, შემცირებული იყო საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი და საკვებში მიკრონუტრიენტების დეფიციტი კი - გაზრდილი.


პანდემიამ კვების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. საკვები საკმარისად იწარმოება, მაგრამ ეკონომიკურმა ვარდნამ და სამუშაოს დაკარგვამ ადამიანებს ჯანსაღ და საკმარის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. 



სურსათის წარმოებისა და მიწოდების ქსელი რეგიოინში კარგად მუშაობს, ძირითადად ფერმერების ხარჯზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ჩვენთვის საკვები აწარმოონ, დამიუხედავად პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვებისა და შექმნილი პრობლემებისა. ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში საოჯახო მეურნეობები აცხადებენ, რომ მათ გამოიყენეს საკუთარი დანაზოგები, რომ დაეფარათ საწარმოო ხარჯები. მათგან 85 პროცენტი აცხადებს, რომ მათი წამოების გადარჩენა მთლიანად დამოკიდებულია მთავრობის მხრიდან ხელშეწყობაზე, რათა დაფარონ მიმდინარე ხარჯები.


ამ კონტექსტში, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის გატარება და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს სურსათის წარმოება და გაუმჯობესდეს აგროსასურსათო სისტემების მდგრადობა. ამასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა - სურსათის უვნებლობა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ციფრული ინოვაციები - რეგიონული კონფერენციის მთავარი თემები იქნება.


ისეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა სატელიტური ფოტოების გადაღება, სენსორული და მობილური აპლიკაციები, რევოლუციური ცვლილებების შემომტანი იქნება ფერმერებისა და საოჯახო შინამეურნეობებისთვის, ისევე როგორც მომხმარებლებისთვის. ციფრულ ტექნოლოგიებს, სულ მცირე, შეუძლია სურსათის ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ბაზრებზე წვდომის გაზრდა, სურსათის დანაკარგების შემცირება, წყლის მენეჯმენტის გაუმჯობესება და მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლა.


COVID-19-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე, 2019 წლის მონაცემებით. FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემიამ შესაძლოა ამ სტატისტიკას კიდევ 132 მილიონი ადამიანი შემატოს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი სუალოდ  დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი.


პანდემიამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა  ფრაზას - არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ უყურადღებოდ - 2030 წლის გლობალური მიზნების მთავარ პრინციპს. როგორც არასდროს, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური სექტორი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით მოახერხონ ამ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება.


ძლიერი პარტნიორობა FAO-ს ინიციატივის ცენტრალური ასპექტია, რათა მოხდეს აგროსურსათის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და, საბოლოოდ, შიმშილისა და სიღარიბის დაძლევა. „კერძო სექტორის ჩართულობის ახალი სტრატეგიით“, FAO მიზნად ისახავს კერძო სექტორთან პარტნიორობას, ინოვაციების, ინვესტიციების, სამეცნიერო ექსპერტიზის გასაძლიერებლად.


FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოს გარშემო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო მიმართულების საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად, ასევე ამ ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად.


FAO-ს „ევროპის 32-ე რეგიონული კონფერენცია“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც FAO-ს მოწოდებები მოქმედებებად უნდა გარდაიქმნას - ახალი იდეებად, ძლიერ პანტნიორობად და ახალ გზებად, რომ შევქმნათ უკეთესი წარმოება, უკეთესი ხელმისაწვდომობა საკვებზე, უკეთესი გარემო და სიცოცხლე.“ – ნათქვამია FAO-ს გენერალური დირექტორის ღია წერილში.




თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up