FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი 2020 წელს პირველად გაიზარდა

access_time2020-07-03 15:25:01

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის( FAO) ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.


FAO-ს ინფორმაციით, აღნიშნულის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე ფასები შემცირდა.


„ოთხთვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. ამავდროულად, ფასების ზრდას ხელი შეუწყო პროდუქტის საწარმოო პროცესის შეფერხებამ, რაც მუშა ხელის ნაკლებობას უკავშირდება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასებიც.


FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. ნედლი ნავთობის ფასების მატებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შაქრის ფასების ზრდას. ეთანოლი, რომელიც ნედლი ნავთობის წარმოებაში გამოიყენება შაქრის ლერწმისაგან მიიღება, შესაბამისად, ეთანოლზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შაქრის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრაზილიამ, უფრო მეტი ეთანოლი აწარმოა ვიდრე შაქარი, რამაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა.



4.0%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანეაში.


წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარი მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას უკავშირდება.


FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 0.6%-ით შემცირდა ივნისის თვეში. ფასების ვარდნის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალია,"-ნათქვამია FAO- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


bpn.ge


თეგები:
FAO



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up