FAO-ს ახალი კვლევის მიხედვით, სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

FAO-ს ახალი კვლევის მიხედვით, სოფლის გაძლიერება ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინაპირობაა

access_time2017-10-10 18:10:29

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევის - „სახელმწიფო, სურსათი და სოფლის მეურნეობა 2017“ -  თანახმად, სოფელს გადამწყვეტი როლი აკისრია, აგრარული სექტორის, საკვები პროდუქტებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სექტორების ეკონომიკურ ზრდაში. აღნიშნული ზრდის მისაღწევად, მნიშნველოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს სოფლის, და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სადაც მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე ხელმოკლე და გაჭირვებული ნაწილი ცხოვრობს - ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევამ აჩვენა, რომ თუ 1960 წელს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 22% (460 მილიონი) ცხოვრობდა ქალაქებში,უახლესი მონაცემებით მოსახლების 49% (3 მილიარდი) ბინადრობს დიდ და პატარა ქალაქებში.

 

გამოცემაში FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებაც არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ქალაქებსა და სოფლებს შორის თანაფარდობა შემდეგნაირად გადანაწილდა. საქართველოს დიდ და მცირე ქალაქებში მოსახლეობის 54.5% ბინადრობს, ქალაქებიდან მაქსიმუმ სამი საათის სავალზე მდებარე სოფლებში ცხოვრობს მოსახლოების 35.8%, ხოლო სოფლებში, საიდანაც ქალაქამდე დაშორება 3 საათზე მეტია, მოსახლეობის მხოლოდ 9.7 % ბინადრობს.

ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, კვლევა სამძირითად მიმართულებას გამოყოფს: პირველი -იგი გულისხმობს სახელწიფო აგრარული პოლიტიკის იმგვარად წარმართვას, რომ მცირე მეწარმეებს დიდ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის მიწოდების საშუალება მიეცეთ. მცირე მეწარმეებისთვის უნდა გაუმჯობესდეს საკრედიტო პირობები და სახელმწიფომ სამართლებრივი წესით უნდა დაიცვას მცირე მეწარმეების საკუთრების უფლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მცირე მეწარმეები კონკურენტებთან თანაბარ, საკონკურენციო პირობებში იყვნენ წარმოდგენილნი.


 

მეორე მიმართულებას წარმოადგენს: შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექნა, სოფლებისდაკავშირება დიდ საბაზრო ცენტრებთან. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საგზაო, ელექტრო თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, სასოფლო სამეურნეო და სასურსათო პროდუქტების საბაზრო ცენტრებამდე მიწოდებისთვის.

 

მესამე მიმართულება გულისხმობს, არამხოლოდ დიდი და კარგად განვითარებული ქალაქების და სასოფლო ცენტრების ერთმანეთთან ინტეგრირებას, არამედ, დიდი ქალაქებისა და ნაკლებად განვითარებული ცენტრების ერთმანეთთან დაკავშირებას. კვლევის თანახმად, მცირე საქალაქო ცენტრებს, სასურსათო ნაწარმით ვაჭრობისთვის საჭირო, დიდი პოტენციალი აქვს.

 

კვლევა: „სახელმწიფო, სურსათი და სოფლის მეურნეობა 2017“, 2014 წლიდან რეგულარულად ტარდება.




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up