FAO-ს ახალი გამოცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკის შესახებ

FAO-ს ახალი გამოცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკის შესახებ

access_time2016-03-24 17:31:11

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დღეს გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკას ეხება. წიგნი 2014-2015 წლებში 12 ქვეყანაში ჩატარებული სიღრმისეული კვლევის შედეგებს მოიცავს. 


კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის წილი ვაჭრობის სფეროში მზარდია, თუმცა აღსანიშნავია ქვეყნებს შორის სერიოზული განსხვავებები რეგულირების  თვალსაზრისით.


უმეტესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, აქტიურად არის ჩართული გლობალური და რეგიონური ინტეგრაციის პროცესებში, რაც გამოიხატება, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობით, რაც ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, ბოლო დროის პოლიტიკურმა მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა რეგიონის ზოგიერთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე.



წიგნი 12 თავადაა დაყოფილი და თითოეული ნაწილი ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეძღვნება. თავებში მოცემულია ქვეყნების მოკლე მიმოხილვა სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ბოლო დროის სავაჭრო ტენდენციები, ინფორმაცია იმპორტისა და ექსპორტის შესახებ, ტარიფები შიდა ბაზრებზე და ვაჭრობის მარეგულირებელი საკანონმდბლო ბაზა.


’’FAO ამ წიგნით გახდა ინფორმაციისა და ცოდნის მიმოცვლის პლატფორმა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის სფეროში. სავაჭრო პოლიტიკის გამჭვირვალობა შესაძლოა ქვეყნებს შორის  ახალი თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საბაბი გახდეს’’, - განაცხადა FAO-ს ეკონომისტმა, ირინა კობუტამ. 


გამოცემა მომზადდა 12 ექსპერტთან თანამშრომლობით, რომლებიც ევროპისა და ცენტრალური აზიის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრები არიან. კვლევამ შემდეგი ქვეყნები მოიცვა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა.


გამოცემა ჯერჯერობით  მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი. გამომცემლები უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი ტექსტის გამოქვეყნებასაც გეგმავენ.



Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up