FAO-მ ქართულ აგროსექტორში 8,5 მილიონი ლარის 175 გრანტი გასცა

FAO-მ ქართულ აგროსექტორში 8,5 მილიონი ლარის 175 გრანტი გასცა

access_time2022-01-22 16:00:19

ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის 175 გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ  FAO-მ საქართველოს წარმომადგებლობაში "კომერსანტს" განუცხადეს.


მათი განმარტებით,  ფერმერთა და მწარმოებელთა საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას.


შეგახსენებთ, საგრანტო პროგრამის მესამე ფაზა 2020 წელს დაიწყო. ამ ერთი წლის მანძილზე ფერმერებმა, საქართველოს 22 მუნიციპალიტეტიდან, თანადაფინანსებით შეიძინეს ახალი ტრაქტორები და მანქანები და დანერგეს ინოვაციური ტექნოლოგიები. ასევე, შეიძინეს რძის, ბოსტნეულის, ხილისა და მრავალი სხვა პროდუქტის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.


 FAO-ს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფლად მცხოვრებმა 600-ზე მეტმა ადამიანმა FAO-ს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) პროექტიდან სათემო თუ ინდივიდუალური საგრანტო დაფინანსება მიიღო. პროექტი სოფლისა და თემის განვითარებას, მოსახლეობის კომერციული საქმიანობის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სოფლად მცხოვრები ქალების შრომის დაზოგვას ისახავს მიზნად. ის შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თემებში განხორციელდა. ინდივიდუალურმა და სათემო საგრანტო დაფინანსებამ პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარი შეადგინა და მან სამიზნე სოფლებში საოჯახო მეურნეობების თითქმის მესამედი მოიცვა.


ინვესტიციების დახმარებით, მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, თემში არსებული ძირითადი პრობლემები გადაეჭრათ - მოეგვარებინათ სასმელი თუ სარწყავი წყლის პრობლემა, საჭირო მოწყობილობებით აღეჭურვათ ამბულატორია თუ სკოლა; დაუფინანსდათ ინიციატივები მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, რძის წარმოების და სხვა დარგებში.



საქართველო მიზნად ისახავს, რომ მომავალ ათწლეულში კავკასიის რუკაზე ყველაზე პოპულარული აგროტურისტული ადგილი გახდეს. ტურისტებისთვის ქვეყანას ამ კუთხით ბევრი საინტერესო შეთავაზება ექნება - ღვინო, სურსათი, კერძების მრავალფეროვნება, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა, გამორჩეული ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება, რაც ქვეყნის უნიკალურ გასტროტურისტულ შესაძლებლობებს ქმნის.


ქვეყანა ტურისტებს ერთდროულად შესთავაზებს ავთენტური ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნებას, ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებას, მრავალფეროვან საკვებსა და ტრადიციებს, რაც ქართულ გასტრონომიას ასე უნიკალურს ხდის.


ახალი საგზაო რუკა საქართველოს დახმარებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყანამ აგროტურიზმის განვითარებად ინდუსტრიაში პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და ეკომეგობრულ ინვესტირებას ხელი შეუწყოს.


ამ ინიციატივისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ხდებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანასა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პარტნიორები.



საერთო ხედვა

ქვეყნის აგროტურიზმის განვითარებისა და მართვის სტრატეგია საქართველოში არ არსებობდა. მთავრობამ აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი ცოტა ხნის წინ შეიმუშავა.


სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი საგზაო რუკის შედგენა. ინტენსიური სემინარებისა და შეხვედრების შედეგად, გამოიყო ოთხი სტრატეგიული მიმართულება, რომელთა ფოკუსში მოექცნენ: სურსათის მწარმოებლები, სასტუმროები, რესტორნები და აგრობიზნესი.


პირველ რიგში, საგზაო რუკის რეკომენდაციაა მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისის განვითარება ქვეყანაში, რაც ქართულ აგროტურიზმს უფრო მიმზიდველსა და კონკურენტულს გახდის, ხოლო მის გამოცდილებებს - დასამახსოვრებელს.


საგზაო რუკა მაღალი ხარისხის პროდუქტების მცირემასშტაბიან მწარმოებლებს სხვადასხვა გზას სთავაზობს ახალ ბაზრებამდე, როგორებიცაა ადგილობრივი რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.


ის ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და სურსათის უსაფთხოებისა და ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით.


დოკუმენტი ასევე წარმოდგენს რეკომენდაციებს მართვის მექანიზმებზე, რათა ამაღლდეს ცნობიერება აგროტურიზმის, სტანდარტების დანერგვისა და ინკლუზიური განვითარების ღირებულებების შესახებ.


„ნიყვის კომუნის“ დამფუძებლისა და “DMO Imereti - იმერეთის დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციის” პროექტების განვითარების მენეჯერის მარიამ ჟორჟიკაშვილის აზრით, საგზაო რუკამ ერთ მაგიდასთან წარმატებით მოუყარა თავი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რომლებიც საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ.


„იმედი გვაქვს, უკეთესი კომუნიკაცია იქნება, განსაკუთრებით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის და საგზაო რუკა გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმებისა და აგრობიზნესის მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ყველა ჩართული მხარის მასპინძლობის უნარებს გააუმჯობესებს“, - განაცხადა მარიამ ჟორჟიკაშვილმა.


საგზაო რუკის შექმნასთან ერთად, FAO და EBRD ასევე მართავენ ვებინარების სერიას, სადაც აგროტურიზმის ოპერატორებს, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს უზიარებენ რჩევებს ქვეყანაში მდგრადი აგროტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის. განხილულ საკითხებს შორისაა კანონმდებლობა და ინვესტიციები, ასევე - როგორ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი გასტრონომია და შევქმნათ დასამახსოვრებელი ტურისტული გამოცდილებები.


სამცხე ჯავახეთში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, სადაც საგზაო რუკასა და ვებინარზე განხილული ზოგიერთი იდეა უკვე პრაქტიკულად ხორციელდება.


რაც საქართველოს გამოარჩევს

ზემოთჩამოთვლილი სამუშოები ეხმიანება EBRD-ისა და FAO-ს ინიციატივას საქართველოში თუშურ გუდის ყველსა და სულგუნზე გეოგრაფიული აღნიშვნების (GIs) შემოღებასთან დაკავშირებით. ასევე შეიქმნა ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული ქართული პროდუქტის კატალოგი.


ამასთან, ორივე ორგანიზაცია ატარებს ექვსი ქართული პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს. ესენია: მეგრული სულგუნი, თუშური გუდის ყველი, ტენილი ყველი; ხორბლის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა „წითელი დოლი“; კახური (მზესუმზირის) ზეთი და ტრადიციული წითელი წიწაკის აჯიკა.


მდგრადი აგროტურიზმი არა მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკას გამოაცოცხლებს და მცირე ბიზნესებს გადაარჩენს. ის ასევე შეინარჩუნებს იმას, რაც საქართველოს გამოარჩევს: მისი გასტრონომიიდან - ბუნებამდე. საბოლოო ჯამში, მდგრადი აგროტურიზმი წვლილს შეიტანს, ქვეყნის მცირემასშტაბიანი მწარმოებლებისა და სოფლის მაცხოვრებლებისთვის განვითარდეს უკეთესი წარმოება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება.



ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up