FAO-მ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩაატარა

FAO-მ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩაატარა

access_time2022-09-30 14:40:00

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტებისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენერთა სწავლებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით „კალიების კონტროლის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“. ინფორმაციას FAO ავრცელებს.



პროექტი მიმდინარეობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კალიების შემოსევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, კალიების მართვის გაუმჯობესებით. მათ შორის, მონაცემთა შეგროვების ავტომატიზებული სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების კონტროლის სისტემის (CCALM) გამოყენებით.



სწავლებების მიზანია ცოდნისა და სწავლების უნარისა და ინსტრუმენტების გადაცემა მასტერ-ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ, თავიანთ ქვეყნებში შეძლებენ სხვა სპეციალისტების მომზადებას აღნიშნულ საკითხებზე.




„კავკასიის ქვეყნებში კალიები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს სოფლის მეურნეობისთვის. შემოსევის დროს, ისინი ანადგურებენ საძოვრებს და სასოფლო-სამეურნეო ნათესებს, რითაც შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ და საფრთხე შეუქმნან სასურსათო უსაფრთხოებას და სოფლის მოსახლეობის საარსებო წყაროებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფრთხეებთან ბრძოლა და ადგილობრივი სპეციალისტების მხარდაჭერა ტრენინგებითა და ინფორმირებით“, - განაცხადა მამუკა მესხმა, FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწემ საქართველოში.



„კალიების მართვასთან დაკავშირებული პროექტები საქართველოში ხორციელდება 2009 წლიდან, FAO გვეხმარება კალიების კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის, 2010 წელს კალიების აფეთქებების დროს, FAO-ს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგები და გადმოგვეცა სათანადო აღჭურვილობა კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩასატარებლად. ვინაიდან კალიები მიგრაციული მავნებლები არიან, ისინი ადვილად გადადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონული თანამშრომლობის გარეშე ეფექტიანი არ იქნებოდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ FAO-ს მეშვეობით ხდება რეგიონის ქვეყნებს შორის კომუნიკაცია და კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა“, - განაცხადა ტრენინგის მონაწილემ, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა კარანტინის სამმართველოს უფროსმა ბეჟან რეხვიაშვილმა.
ტრენინგები კავკასიის ექსპერტებისთვის 12-23 სექტემბერს, კახეთში ჩატარდა და ორ სესიას მოიცავდა: პირველი სესია - კალიების მონიტორინგი და ინფორმაციის მართვა, მონაცემთა შეგროვების ავტომატიზებული სისტემის (ASDC) და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალიების კონტროლის სისტემას ეხებოდა (CCALM), მეორე სესია - კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებას და უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 23 სპეციალისტმა.



სპეციალისტებს ინფორმაცია FAO-ს ექსპერტებმა მიაწოდეს. შემდეგი ნაბიჯი ტრენინგის დროს გადამზადებული მასტერ-ტრენერების მიერ ეროვნულ დონეზე, საკუთარ ქვეყნებში ჩატარებული ღონისძიებები იქნება, სადაც ისინი ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ.



ტრენერთა გადამზადება საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.




თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up