ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

access_time2021-07-28 23:55:54

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

 

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„იცით ჩვენი დამოკიდებულება მწვანე სივრცეებთან, რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით. მინდა, თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში, რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა ამ ადგილზე სკვერის მოსაწყობად და დასკვნის საფუძველზე, ფერდის დამუშავება ისე დაიწყო, რომ ტერასებად დაყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

 

„სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და  ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში, 240 ხე დაირგვება. ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა. ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი მიზანია, მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, მეტად მოწესრიგებული იყოს ის. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იქნება ამისთვის, მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up