კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის 29250 დოზა ვაქცინა საქართველოშია.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა აშშ-დან მიიღო.
25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.