„ფაინენშელ თაიმსი“ - რუსეთის საფრთხესთან გასამკლავებლად, საქართველოს დასავლეთისგან მეტი სამხედრო მხარდაჭერა სურს

„ფაინენშელ თაიმსი“ - რუსეთის საფრთხესთან გასამკლავებლად, საქართველოს დასავლეთისგან მეტი სამხედრო მხარდაჭერა სურს

access_time2020-02-23 17:10:46

რუსეთის საფრთხესთან გასამკლავებლად, საქართველოს დასავლეთისგან მეტი სამხედრო მხარდაჭერა სურს, – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს. პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი აძლიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ კონტროლს, რაზე საპასუხოდაც დასავლეთმა სამხედრო ინვესტიციები უნდა გაზარდოს“.

 

ზალკალიანის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან „მეტი ყურადღება და თანამშრომლობაა საჭირო“. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაკეტებისა და რადარების განთავსებას აგრძელებს“.

 

„ზალკალიანის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი სავაჭრო გზისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს სანაპირო ზოლს მოიცავს, და ერთი მხრივ ევროპას აზიასთან, ხოლო მეორე მხრივ ხმელთაშუაზღვისპირეთს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, ბრძოლა ძლიერდება“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

 

ამის მაგალითად, გამოცემას მოჰყავს 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობა აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრეს.

 

„კიბერთავდასხმის შესახებ გამოხმაურებების გავრცელებამდე „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უახლეს სამხედრო ტექნიკას და ამუნიციას აგზავნის“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

 

„სტრატეგიულად ეს რეგიონი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მას აკლია ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების ყურადღება, რაც საშუალებას აძლევს სხვებს, ეს დანაკლისი შეავსონ“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ეს -300 და უახლესი რადარები განათავსა, ხოლო ანექსირებულ ყირიმში უკვე უახლესი ეს-400 განალაგა.

 

„ეს რუსეთს აძლევს საშუალებას, შავი ზღვის მთელი პერიმეტრი, არამედ მისგან მოშორებით მდებარე ტერიტორიებიც აკონტროლოს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


 

მისივე თქმით, „ამის გამო საქართველოს სჭირდება მეტი ყურადღება და თანამშრომლობა ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეებთან, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ისე სოციალ-ეკონომიკურ სფეროში“.

 

„ფაინენშელ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვანად გააძლიერა შავი ზღვის ფლოტი, რამაც ნატო-ს უბიძგა რეგიონში პატრულირება გაზარდოს. სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა ასევე გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიაში ბაშარ ასადის დიქტატორული რეჟიმის მხარდაჭერის გაფართოებისა და ლიბიაში ინტერვენციის და ხალიფა ჰაფთარის დახმარების გზით.

 

სტატიის ავტორი ასევე ახსენებს მკითხველს, რომ რუსეთმა 2018 წლის ნოემბერში სამი უკრაინული ხომალდი და მეზღვაურები დააკავა, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი გააკრიტიკა და მოსკოვს შავ ზღვაში კონტროლის გაფართოების მცდელობაში დასდო ბრალი.

 

პუბლიკაციაში ასევე ნახსენებია საქართველოსა და უკრაინის განცხადება, რომლითაც კიევმა და თბილისმა რუსეთი შავ ზღვაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შეფერხებაში დაადანაშაულეს.

 

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, გასულ კვირას დავით ზალკალიანმა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად წერილით მიმართა ევროკომისიას, რომელშიც სამი ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებზე იყო საუბარი.

 

„ამავე დროს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეშფოთებულია, რომ ევროკავშირის სამეზობლო პროგრამების ფარგლებში, მათი დაფინანსება, შესაძლოა, შემცირდეს“, – ნათქვამია სტატიაში.

 

გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა. მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა, წყალქვეშა ელექტროენერგია, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები და საბორნე მიმოსვლა საქართველოს პორტებთან.

 

„ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური გზა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის შესამცირებლად“, – ამბობს დავით.ზალკალიანი.

 

ამავე ინტერვიუში ზალკალიანმა დაადასტურა, რომ საქართველო შეშფოთებულია აშშ-სა და თურქეთს შორის სირიისა და ანკარას მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის გამო არსებული დაძაბულობით.

 

ზალკალიანის თქმით, საქართველო სიფრთხილით აკვირდება მოსკოვისა და ანკარას ურთიერთობებსაც, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, თურქეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბიციას.

 

„საბედნიეროდ, თურქეთის ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხდა ზალკალიანმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრობს.

 

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up