„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

„ფაინენშელ თაიმსი“ - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა

access_time2019-11-08 16:00:48

„აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა“, – ამ სათაურით სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.სტატიის ავტორია ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჯეიმს ბაქუსი. ბაქუსი აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრია, ასევე ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა.


სტატიაში ჯეიმს ბაქუსი მოუწოდებს აშშ-ს, გააძლიეროს მხარდაჭერა კრიტიკულ გზაგასაყარზე – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ქვეყნებთან.


„აშშ-ის მოულოდნელი და არაშორსმჭვრეტელი გადაწყვეტილების შემდეგ, გაიყვანოს ჯარი სირიიდან და იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ეჭვები, მზადაა თუ არა აშშ დადგეს იმ ქვეყნების გვერდით, ვინც მხარს უჭერდა ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე რეგიონებში, ჩნდება აუცილებელი საჭიროება, განვამტკიცოთ თანამშრომლობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც კრიტიკულ გზაგასაყარზე მდებარეობს – შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის. ერთ-ერთი ასეთი საქართველოა. რეგიონში აშშ-ის წარმომადგენლობისა და პოზიტიური გავლენის განმტკიცების ერთ-ერთი გზა იქნება აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმების გაფორმება“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.


როგორც ავტორი აღნიშნავს, „აშშ-მ დადებითად უნდა უპასუხოს საქართველოს წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რადგან „ამას აქვს როგორც სტრატეგიული და კომერციული, ისე მორალური საფუძველი“.


„ეს გადაწყვეტილება განამტკიცებდა ჩვენს კავშირს საქართველოსთან. ის ასევე დაარწმუნებდა რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ ბოლო მოვლენების მიუხედავად, აშშ იმ ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივას წარმოადგენს, რომლებიც მათ გარშემო არსებობენ და ემუქრებიან“, – წერს ჯეიმს ბაქუსი.


ავტორის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს. „ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უხილავ გზაგასაყარზე მდებარეობს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყოველთვის მიისწრაფოდა აშშ-სა და ევროპისკენ“.



„ეს არ იყო იოლი საქართველოს სამეზობლოში. 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოს აფხაზეთად და სამხრეთ ოსეთად დაუჯდა – ჩრდილოეთით, რუსეთის მოსაზღვრედ მდებარე რეგიონებად, რაც საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს. რუსეთის ინტერვენცია დღემდე გრძელდება. ასევე, თურქეთი და ირანიც – ისინი არც ისე შორის არიან და სიხისტით გამოირჩევიან. ყველა ამ საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა იქნება მძლავრი გზავნილი, რომ აშშ ამ მნიშვნელოვან რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოებისთვის მზად არის“, – ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აშშ-სთვის მიმზიდველია კომერციულადაც, რადგან ეს დიდ სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესს. „2017 და 2018 წლებში საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სიჩქარით რეგიონის ლიდერია“, – წერს „ფაინენშელ თაიმსი“.


„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019-2021 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწიურად სტაბილურად 4,9 პროცენტით გაიზრდება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბის დონე ქვეყანაში უკანასკნელ 10 წელიწადში 39-დან 22 პროცენტამდე შემცირდა. საქართველო, რომელიც ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, აქვს ღია ვაჭრობა და საინვესტიციო რეჟიმი, შეიძლება იქცეს ნახევარმილიარდიანი მოსახლეობის რეგიონის ბაზრის კარიბჭედ იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებსაც ექსპორტისა და იმპორტის გაფართოება სურთ“, – წერს ჯეიმს ბაქუსი.


სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. „მან გასულ თვეს განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმება არის აშშ-სთან პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება და ის საქართველო-აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს წინ წაწევს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.


„საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მორალურად უამრავი მიზეზი არსებობს. საქართველო რჩება აშშ-ის ლოიალურ და სანდო პარტნიორად. საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს აშშ-ის მისიაში ავღანეთში. ქართველები ისევ მსახურობენ ავღანეთში და ყველა პარტნიორთან შედარებით, მეტი მსხვერპლი გაიღეს. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს მხარდამხარ იბრძვის, ჩვენ – ამერიკელებმა, სულ მცირე, მათთან თავისუფლად უნდა ვივაჭროთ.


საქართველო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის ტრამპის მიერ დასახელებულ ყველა წინაპირობას აკმაყოფილებს. 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი კანონი და მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. კანონი უნდა მიიღოს კონგრესის ორივე პალატამ და ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“, – წერს ავტორი.


მისივე თქმით, მსოფლიოში, სადაც საფრთხე იზრდება, აშშ-ის სანდოობის შესანარჩუნებლად, ვაშინგტონმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა გააფორმოს.


1tv.ge





19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up