ფადის მათემატიკა

ფადის მათემატიკა

access_time2020-03-03 15:37:23

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ჩანს ფადი ასლიმ ამჯერად ჩვენი გაოცება მათემატიკით გადაწყვიტა. და ბევრი იფიქრა თუ ცოტა ახალი აღმოჩენაც გაუკეთებია.


მეტი დამაჯერებლობისათვის ცხრილებიც კი გამოაქვეყნა და სწორედ მანდ გაება საკუთარ ბადეში.


"საქართველოს ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებში აშშ დოლარით შემცირდა 2013-დან 2019 წლამდე.ეს არის უდავო მათემატიკური რიცხვები და თვითგამოცხადებული ეკონომიკის ექსპერტი, როგორიც გიორგი ცუცქირიძეა, ცდილობს გადაფაროს ეს ფაქტი, მე მიწოდებს მატყუარასო"- აცხადებს ახლად გამომცხვარი მათემატიკოს ექსპერტი. იქვე დასძენს,

" თქვენ შეამჩნევთ 2013 და 2018 წლებში GDP-ის შემცირებას და არ აქვს მნიშვნელობა საქსტატის ახალი თუ ძველი მეთოდით აკეთებთ კალკულაციასო".


ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ გუშინ 2012 წელზე საუბრობდა და დღეს ახლა უკვე 2013 წლის მონაცემებს ადარებს. როგორც ჩანს 2012 წლის მონაცემები აღარ მოეწონა, რადგან შედარებისათვის 2013 წელზე ნაკლებია, როგორც ახალი, ისე ძველი მეთოდოლოგიით და რაც მთავარია სსფ ის 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება. შესაბამისად, გაიჭედა რა თავისივე ტყუილში, ახალი მანიპულაციისთვისაც აღარ გამოადგებოდა. რა დაეჯერება, როდესაც გუშინ უკვე იცრუა და ახლა მანიპულირებს მონაცემების ინტერპრეტირებით!



რეალურად კი მის მიერ წარმოდგენილი სურათიდანაც ცხადად ჩანს, რომ როგორც ძველი, ისე ახალი მეთოდოლოგიით ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში დაანგარიშებით, თუნდაც 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლითაც კი გაზრდილია. ახალი მეთოდოლოგიით 17.2 მლრდ დოლარიდან 17.6 მლრდ დოლარამდე, ხოლო ძველი მეთოდოლოგიით 16.1 მლრდ დოლარიდან 16.2 მლრდ დოლარამდე. უფრო რომ დავაზუსტოთ,ნომინალური მშპ დოლარში იზრდებოდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ორივე მეთოდოლოგიის მიხედვით 2014 წლის ჩათვლით და ერთგვარი შემცირება დაფიქსირდა 2015 წელს, ძირითადად გაცვლითი კურსის ეფექტიდან გამომდინარე, მაგრამ 2016 წლიდან კვლავ ზრდა დაიწყო და 2018 წელს, არა თუ 2013 წლის მაჩვენებელს, არამედ სულაც 2014-წლის ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა.


ფადისეული მათემატიკა ანუ ციფრებით ახალი მანიპულაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ 2019 წელს მიღებული ჯეოსტატის ახალი მეთოდოლიგიით დათვლილი
ნომინალური GDP დოლარში 2013 წელს, რაც 17.2 მილიარდია


2019 წლის 15.9 მილიარდს, მაგრამ IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებელს შეადარა, ალბათ მეტი დამაჯერებლობისათვის და მანდ გაიჭედა სწორედ!


ჯერ ერთი, საქსტატს მშპ 2019 წლის ნომინალური მაჩვენებელი ჯერ საერთოდ არ გამოუქვეყნებია( მხოლოდ სამი კვარტლის შედეგებია ცნობილი),
მეორეც სსფ-ის მონაცემთან შედარებაც არასწორია, რადგან მშპ ის ზრდის პროგნოზს მშპ ის წინასწარი მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო სსფ ის მონაცემი სულაც ოქტომბრის მიხედვით არის აღებული, ახალი SNA 2008 მეთოდოლოგიით საქსტატმა დაკორექტირებული მაჩვენელები კი ნოემბერში გამოაქვეყნა.


როგორც ვხედავთ რიცხვები მართლა არ იტყუებიან, თვითგამოცხადებული მათემატიკოს- ექსპერტ ფადისგან განსხვავებით“-წერს ცუცქირიძე. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up