ფადი ასლი:„ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო ამ ეტაპზე  მზად არ არის საქართველოში შემოვიდეს“

ფადი ასლი:„ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო ამ ეტაპზე მზად არ არის საქართველოში შემოვიდეს“

access_time2019-10-15 13:00:17

„პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო  ამ ეტაპზე მზად არ არის საქართველოში შემოვიდეს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განუცხადა. 



მისი ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად- საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.



„საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოდან დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, ჩაატარეს ტრეინინგები. ეს იყო მემორანდუმის გაფორმების შემდეგი ნაბიჯი. მემორანდუმი კი გასული წლის დეკემბერში იუსიტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელს შორის გაფორმდა.


დღეის მდგომარეობით, საქართველოში ტრეინინგები ჩაუტარდათ მოსამართლეებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, თუმცა რა იქნება შემდეგი ვერ გეტყვით. სიმართლე, რომ ვთქვა, უახლოეს პერიოდში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოში ვერ ვხედავ.



კარგი ის არის, რომ ახლა უფრო მარტივია მიმართო არბიტრაჟს და არა სასამართლოს საქართველოში, რადგან პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო მზად არის საქართველოდანაც მიიღოს ქეისები. ამასთან, ჯერ არ აქვთ მზადყოფნა რომ საქართველოში შემოვიდნენ,“-
აღნიშნავს ფადი ასლი.


როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 2018 წლის დეკემბერში განაცხადა,რომ პარიზში ეწერებოდა ხელი შეთანხმებას, რომლის შედეგადაც საქართველო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მიმართებით საკუთარი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას დაიწყებდა. ბახტაძისვე განცხადებით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ თბილისში საერთაშორისო კომერციული სასამართლო ამოქმედდებოდა.


დღეს, 20 დეკემბერს, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ეწერება ხელი, პარიზში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას, რომ 2019 წელს მოვახდენთ ჩვენი კანონმდებლობის სრულ ადაპტირებას საერთაშორისო არბიტრაჟისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო და ამ შემთხვევაში თბილისი, პარიზის შემდეგ, იქნება მეორე ადგილი ევროპაში, სადაც იფუნქციონირებს საერთაშორისო არბიტრაჟი. ყველაზე უფრო მაღალი რეპუტაციის მქონე კომერციული არბიტრაჟი. ეს იქნება მართლაც ძალიან დიდი წინაპირობა, იმისთვის, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად,- აცხადებდა 2018 წელს მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის მნიშნელობაზე ბიზნესმენი ფადი ასლი წლებია საუბრობს. „დღეს, ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ქართული სასამართლო სისტემაა ამიტომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოსვლა უტყუარი გზავნილი იქნება, რომ მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ“ -აცხადებდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი 2018 წლის ოქტომბერში.


სოფო ქსოვრელი 





„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...


მსგავსი სიახლეები

up