ფადი ასლი საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოყვანას გეგმავს

ფადი ასლი საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოყვანას გეგმავს

person access_time2016-06-24 15:00:47

საერთაშორისო სავაჭრო პალატა 2017 წელს საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოყვანას გეგმავს.

 

პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი გაზეთ „ფაინენშალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ბიზნეს ლიდერების თავდაჯერებულობა იზრდება, რაც ახალ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება, რომელიც აქტიურად მუშაობს რეფორმებზე, ბიზნეს კლიმატის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

 

ფადი ასლი საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ნომერ პირველ დამაბრკოლებელ ფაქტორად შემოსავლების სამსახურს ასახელებს. მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაცია ამ კუთხით ისევ უარყოფითია და არ უმჯობესდება.

 

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორი ტურიზმი და უძრავი ქონებაა.

 

ბიზნესმენი პალატის მთავარ მიზნად 2017 წლისთვის საქართველოში სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს დაარსებას მიიჩნევს.


 

„ეს ინვესტორებს მისცემს  საჭირო რწმენას და იქნება ალტერნატივა ქართული სასამართლოების, რომელზეც გავლენის მოხდენა მარტივია" – განმარტავს ასლი.

 

მისივე განცხადებით, თითქმის 4 წლის განმავლობაში პირველად მთავრობამ შეიმუშავა რეფორმების ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერენ, 4 წლის განმავლობაში ქვეყანა იმართებოდა ტაქტიკური ნაბიჯებით, თუმცა სტრატეგიის გარეშე, რაც უარყოფითად აისახა ქვეყნის იმიჯზე და შექმნა განცდა, რომ მთავრობამ არ იცოდა რას აკეთებდა და საით მიდიოდა.

 

ბიზნესმენი მოგების გადასახადთან დაკავშირებით ესტონური მოდელის დანერგვას მიესალმება,  თუმცა ამბობს, რომ თუ არსებული პრაქტიკა, რომელიც შემოსავლების სამსახურშია, არ შეიცვალა, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების კუთხით ცვლილება არ იქნება.

 

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოქმედ მთავრობას ბევრი არაფერი გაუკეთებია სამი წლის განმავლობაში. ასლის განმარტებითვე, ასევე მნიშვნელოვანია ბიუროკრატიის შემცირება მინიმუმამდე.

 

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის მოლოდინებს, ასლის თქმით, რთულია  2017 წლისთვის 6‥“‘‐“ ზრდაზე საუბარი, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგების განსაზღვრა რთულია.

 

"თუ გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პრემიერად და თავისივე კომპტენციის ხალხი ეყოლება მინისტრებად, მაშინ 6%–იანი ზრდა შესაძლებელია. თუმცა თუ ჩვენ მივიღებთ იგივე  არაკომპეტენტურ ოფიციალურ პირებს, გასაკვირი იქნება ზრდამ 2%–საც მიაღწიოს," – ამბობს ფადი ასლი. მიმდინარე წელს კი ეკონომიკის 3% მდე ზრდას პროგნოზირებს.  




Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up