ფადი ასლი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე: მეტირება, როდესაც ვხედავ რას უკეთებს ეს მთავრობა საქართველოს

ფადი ასლი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე: მეტირება, როდესაც ვხედავ რას უკეთებს ეს მთავრობა საქართველოს

access_time2019-09-09 13:00:14

„ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს უცხოურ ინვესტიციებს და უცხოელ ინვესტორებს. მერე უკვირთ, რატომ გახდა დოლარი ასეთი ძვირი. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ  როგორ არის ეს ნორმალური?“ - ასე აფასებს ბიზნესმენი ფადი ასლი საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირებას.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით საქართველოში FDI  - 53.7%-ით შემცირდა.


წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა.


საქსტატის განმარტებით, შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.



ინვესტიციების შემცირება შეიმჩნევა ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, პანამიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.


ბიზნესმენმა ფადი ასლიმ „კომერსანტთან“ საუბარში  ფაქტის შეფასებისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისფულება უცხოელი ინვესრტორებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის, რის გამოც არასტაბილურ დოლარს და შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას ვიღებთ.


„ყველაფერი უკან მიდის ამ ქვეყანაში. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორები გავიდნენ და საერთიოდ  არ შემოვიდნენ ქვეყანაში. ისინი ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებენ თურქი, ებრაელი, ირანელი, არაბი და ჩინელი ინვესტორების მიმართ. იმ ინვესტორებსაც კი,  ვინც უკვე ოპერირებენ საქართველოში,  პრობლემები აქვთ. როგორ ელოდებიან ეკონომიკის განვითარებას?


ამას დამატებული, ეროვნული ბანკის რეგულაციებმა საშინელი გავლენა იქონია მშენებლობებზე და სამშენებლო ინვესტიციებზე.  მშენებლობებმა  91 პროცენტით იკლო,  უძრავი ქონება 63 პროცენტით შემცირდა. რა უნდა ვთქვა? ხელისუფლების წარმომადგენლები აფუჭებენ ყველაფერს ამ ქვეყანაში, მეტირება, როდესაც ვხედავ რას უკეთებს ეს მთავრობა საქართველოს. მათ არ იციან როგორ უნდა მართონ ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჭკვიანია, მაგრამ  ადამიანებზე მათი განზრახვებით არ უნდა მსჯელობდე, უნდა მსჯელობდე მათი საქმეების შედეგებით. რომ ვუყურებ, სად იყო საქართველო 7 წლის წინ და სად არის ახლა,  ძალიან ვბრაზდები.“ - აცხადებს ბიზნესმენი


სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.


მარიამ მორგოშია





აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up