ფადი ასლი იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც დღესაც წნეხის ქვეშ  იმყოფებიან

ფადი ასლი იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც დღესაც წნეხის ქვეშ იმყოფებიან

access_time2019-03-08 20:00:29

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პასუხობს და იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, დღესაც წნეხის ქვეშ არიან.

ფადი ასლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ფრესკოს დამფუძნებლის ბ-ნი ვასილ სოფრომაძის განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიწვია ნებისმიერი, რომელიც შეძლებდა დაესახელებინა ერთი ბიზნესი მაინც, რომელიც 2012 წლიდან იყო სახელმწიფო წნეხის ქვეშ. მე ნამდვილად მაქვს კალაძის მიმართ პირადი სიმპათია, რომელიც ვფიქრობ არის კარგი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული, რომელსაც სურს თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.

მე არ ვადანაშაულებ მას ათობით, ასობითაც კი, არსებული მსგავსი კომპანიის არსებობის უცოდინრობაში, რომლებიც 2012 წლიდან სახელმწიფოს წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ღირსებისა და გამჭვირვალობისთვის მე ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს იმ კომპანიებისა, რომლებიც დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. ეს სწორედ იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალია, რომელთაც გვერდით ედგათ ICC თავიანთი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსალაპარაკებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი და მე შემიძლია ამ სიას ათეულობით კომპანიები დავამატო, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და რომლებიც დღესაც იმყოფებიან წნეხის ქვეშ.

-Algorithm LTD

-Iconia Capital

-G-Paradise

-Philip Morris

-British American Tobacco

-American Georgian Alloys

-Terabank

-KazTransGas

-InterRao

-City Park

-Batumi Port

-Optical Systems Inc

-Samih Habib Investments

-Caucasus I Fund

-Anka Food Switzerland

-Giganti Security Ltd

-Lopota Valley Ltd

-Chateau Telavi Ltd

-Meskhuri Sakhli Ltd

-Geoconstruction

-Gegmet LTD

მათივე თავმოყვარეობისა და რეპუტაციის სანდოობის გამო, მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ, თითქოს არ ზარალდებიან, არ ისჯებიან და არ კოტრდებიან მათივე ხელისუფლების მიერ.

მოვუწოდებ მათ, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ეს კრიმინალური ქმედებები ფრესკოს ჩათვლით ყველა ბიზნესის მიმართ,- ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
ფადი ასლი



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...


მსგავსი სიახლეები

up