ფადი ასლი პომპეოს განცხადებებზე - ამერიკასა და რუსეთს შორის საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა

ფადი ასლი პომპეოს განცხადებებზე - ამერიკასა და რუსეთს შორის საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა

access_time2019-06-13 15:00:16

„მე კარგად ვიცი რას ნიშნავს დიპლომატიის ენა. როგორც წესი, დიპლომატებს არ აქვთ ძალიან ძლიერი გზავნილები, მაგრამ  პომპეოს სწორედ ძლიერი გზავნილები ჰქონდა“, — ასე შეაფასა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება. 


როგორც ფადი ასლი „კომერსანტთან“ განმარტავს პომპეოს გზავნილებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტორია:


“პირველ რიგში მან ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი და მისი გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობაც აღსანიშნავი. ვფიქრობ, ამ კუთხით ადგილობრივი მთავრობა მუშაობს. პროექტზე აქტიურად საუბრობენ პრემიერიც და ეკონომიკის მინისტრიც. ვფიქრობ, ანაკლიის პორტის განხორციელებას მთავრობის მხრიდან  ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ეს ძალიან კარგია.“


ფადი ასლი მაიკ პომპეოს სასამართლოს შეფასებით ნაწილშიც ეთანხმება:



ამ შემთხვევაშიც პომპეოს გზავნილები არის ძალიან მკაფიო და ცხადი - მართლმსაჯულებაში პრობლემებია და ეს  ყველამ ვიცით. მოსამართლეები არიან კორუმპირებულები. დიახ, იქ არიან პროფესიონალებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, კორუფციის გამო მთლიან სისტემაშია პრობლემა. საერთოდ, სასამართლო ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ამ ქვეყანაში“.


რაც შეეხება ზოგად შეფასებით ნაწილს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, მაიკ პომპეოს მთავრი გზავნილი დემოკრატიისკენ მსვლელობის გაგრძელებაა, თუმცა ამ პროცესებში საქართველო ჩიხშია მოქცეული. ბალანსის დაცვა კი საუკეთესო ალტერნატივაა. 


“ზოგადად მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუ საქართველოს სურს იყოს დასავლური გაერთიანების ნაწილი და უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით სვლა. პირველ რიგში კი საჭიროა დემოკრატიის ხარისხის გაზრდა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარება. საკმაოდ კარგი გზავნილებია საერთო ჯამში, მაგრამ საქართველო რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.  ერთ მხარეს  დასავლეთია, მეორე მხრივ კი ჩვენ გვყავს დიდი მეზობელი და ესაა რუსეთი. საჭიროა ბალანსირება, ოქროს შუალედის პოვნა, ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებისთვის“.



სალომე ლემონჯავა

 






„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up