factcheck.ge: საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, ლარზე მეტად მხოლოდ სამი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

factcheck.ge: საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, ლარზე მეტად მხოლოდ სამი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

access_time2016-01-16 12:30:08

28 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს 13-14 ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტებთან შედარებით, ლარის დევალვაცია (გაუფასურება) ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ამ გაუფასურებაში სუბიექტური ფაქტორები (მთავრობის წვლილი) მინიმალური იყო.

 

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

 

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც მისი კურსი დოლარის მიმართ 1.75 იყო. 2015 წლის ბოლო თვეებისთვის კი, ლარის კურსი 2.40-ზე დასტაბილურდა. ზოგიერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე საქართველოში, ამიტომ ლარის გაუფასურებასთან შედარებისთვის გამოცემამ ბოლო 2 წელიწადში (2014-2015 წლებში) დაფიქსირებული კურსის ცვლილებები განიხილა.

 

საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის კურსის ცვლილების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ლარზე მეტად მხოლოდ 3 ქვეყნის (უკრაინის, რუსეთის და აზერბაიჯანის) ვალუტები გაუფასურდა. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ სამი ქვეყნიდან, სადაც ეროვნული ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა, ერთში (უკრაინაში) ომია, მეორე (რუსეთი) მკაცრ საერთაშორისო სანქციებშია და მესამეს (აზერბაიჯანს), ნავთობის ფასების რადიკალურად შემცირების გამო, სავალუტო შემოსავლები ნავთობის ექსპორტიდან მნიშვნელოვნად შეუმცირდა. აზერბაიჯანს მოუხდა, დაეტოვებინა ფიქსირებული კურსის რეჟიმი და ე.წ. “თავისუფალი ცურვის” რეჟიმზე გადასულიყო.

 

 

ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირება, კერძოდ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება იყო. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 793 მლნ დოლარით, ხოლო ფულადი გზავნილები 405 მლნ დოლარით შემცირდა. ფულადი გზავნილების შემცირებაში სუბიექტური ფაქტორები, ანუ საქართველოს მთავრობის უარყოფითი წვლილი ნამდვილად არ ყოფილა.

 

საქართველოდან ექსპორტის შემცირებაზე, საექსპორტო ქვეყნებში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, გავლენა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებამ იქონია. გარდა ექსპორტზე გავლენისა, ეკონომიკური ზრდის ტემპი ეროვნული ვალუტის კურსის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. რაც მეტია ეკონომიკური ზრდა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება და სხვა თანაბარ პირობებში კურსი მყარდება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება კი სუბიექტურმა ფაქტორებმაც (მთავრობის უარყოფითი როლი) განაპირობა. ბოლო სამი წელია საქართველოს აღარ აქვს მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. ის ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკით ჩანაცვლდა, რაც იმას გულისხმობს, რომ პრიორიტეტი არა ზრდის მაღალი ტემპი, არამედ ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მოსახლეობის ყველა ფენის ჩართვაა. მნიშვნელოვანწილად სიმდიდრის სწრაფად დაგროვების ნაცვლად აქცენტი სიმდიდრის გადანაწილებაზე კეთდება.

 

ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება პრაქტიკაშიც აისახა: შეჩერდა საგადასახადო ლიბერალიზაციის პროცესი, გამკაცრდა რეგულაციები, ქვეყნის ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული გახდა, მიზნობრივი დახმარებების პროგრამები საყოველთაო ხასიათის პროგრამებით ჩანაცვლდა. გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად გაიზარდა შიდა ვალის აღება. ყოველივე ეს კი ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებას ხელს არ უწყობს. ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაში გარკვეული როლი ასევე საგარეო ფაქტორებმაც ითამაშეს. თუმცა, მათზე ძირითადი აქცენტების გადატანა არასწორია.

 

რეგულაციების გამკაცრებიდან ცალკე გამოსაყოფია სავიზო რეჟიმის გამკაცრება და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვა. გამკაცრებული სავიზო რეჟიმი რეალურად 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მაისამდე გაგრძელდა და მან  საქართველოში ტურისტების შემოსვლაც შეაფერხა. ტურიზმის კლება კი სავალუტო შემოსავლების კლებასაც ნიშნავს.

 

სავიზო რეგულაციების გამარტივებისა და ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო აქტივობების ინტენსიურობის ზრდის გამო 2015 წლის მეორე ნახევრიდან ტურისტების რაოდენობამ ზრდა დაიწყო და ჯამში, 2015 წელს, ტურისტების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 113 მილიონი დოლარით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, თუმცა ის ვალუტის სხვა ნაკადებში დაფიქსირებული დანაკლისის გადასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

2014 წლის ბოლოს და 2015 წლის განმავლობაში, გარკვეულ თვეებში, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ბიუჯეტის მაღალდეფიციტურ ხარჯვასაც ჰქონდა. გასული წლის თებერვალში, აპრილში და აგვისტოში ბიუჯეტის დეფიციტი სახელმწიფო დეპოზიტების შემცირების ხარჯზე ფინანსდებოდა, რაც ზრდიდა მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას და ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებდა.

 

ბიუჯეტის ხარჯების შესამცირებლად, მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ “ქამრებს შემოიჭერდა” და ამით დაეხმარებოდა ლარის კურსს. აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, კერძოდ არ შემცირდა მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები დაპირებული 12%-ით, ანუ 240 მლნ ლარით. ასევე, ვერ მოხერხდა პრივატიზაციის შედეგად დაპირებული 300 მილიონი დოლარის მოზიდვაც. თუმცა, გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების დახმარებით, მთავრობამ წლის ბოლოს შეძლო საშინაო ვალის აღების შემცირება, რაც ლარის კურსის სტაბილიზაციას დაეხმარა (თავდაპირველად, 2015 წელს 600 მილიონის აღება იგეგმებოდა). ასევე, 2016 წლის ბიუჯეტში მთავრობამ შიდა ვალის აღება მხოლოდ 200 მილიონის დონეზე გაითვალისწინა.

 

ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორი მოლოდინია მოსახლეობაში კურსის ცვლილების მიმართ. ლარის კურსის მიმართ ძირითადად უარყოფითი მოლოდინი იყო, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის კურსის განგებ გაუფასურებაში დადანაშაულებამ. აღნიშნულ კამპანიაში ხელისუფლების წევრებიც იყვნენ ჩართული და მხოლოდ წლის ბოლოსკენ შეცვალეს რიტორიკა, რაც ეროვნული ბანკის და მთვრობის შეთანხმებულ საქმიანობასა და თანმხვედრ განცხადებებში აისახა.

 

2015 წლის ბოლო თვეებში ლარის კურსი 2.40-ზე დასტაბილურდა, რასაც იმპორტის შემცირება (იმპორტი ქვეყნიდან დოლარის გადინების წყაროა) და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს. 2015 წელს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 8%-მდე გაზარდა. ამასთან, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 367 მილიონი დოლარი გაყიდა..

 

დასკვნა


საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის კურსის ცვლილების განხილვამ აჩვენა, რომ ლარზე მეტად მხოლოდ სამი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ესენია: რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. შესაბამისად, საქართველოში არა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დევალვაცია დაფიქსირდა. თუმცა, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოსვლა ყველაზე მეტად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა და შესაბამისად, ლარის კურსის გაუფასურებაში ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ნამდვილად საგარეო ფაქტორებია, თუმცა ამ პროცესში შიდა ფაქტორი – საქართველოს მთავრობის უარყოფითი წვლილიც ნიშანდობლივია. ლარზე მეტად მხოლოდ იმ ქვეყნების ვალუტები გაუფასურდა, სადაც ომია, ან მკაცრი საერთაშორისო სანქციებია დაწესებული, ან კიდევ ნავთობის ფასის კლებაზე ნეგატიურადაა დამოკიდებული. ლარის კურსის გაუფასურებაში თავისი წვლილი შეიტანა ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნამ, ბიუჯეტის დეფიციტურად ხარჯვამ, რეგულაციების გამკაცრებამ, ეროვნული ბანკის დისკრედიტაციამ და მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლამ.

 

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურება საქართველოს ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ამაში მთავრობის წვლილი მინიმალურია, არის მეტწილად მცდარი.



არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up