Facebook-ი მოზარდებში პოპულარობას კარგავს

Facebook-ი მოზარდებში პოპულარობას კარგავს

access_time2021-10-31 18:00:37

Facebook მოზარდებს შორის, განსაკუთრებით 13-17 წლის ასაკის კატეგორიაში, პოპულარობას კარგავს. ამ ასაკობრივი სეგმენტის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად გადადიან Instagram-ზე და TikTok-ზე, ხშირად Snapchat-ს სტუმრობენ.

 

Facebook-ის შიდა კვლევები სოციალური ქსელის მიერ მიღებული ზარალის მასშტაბებს ცხადყოფენ. მასმედიაში გაჟონილი დოკუმენტაციის თანახმად, სოციალურ ქსელს მოზარდების მოზიდვა სულ უფრო მეტადჭირს. 2019 წლიდან Facebook-ის 13-17 წლის მომხმარებელთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა, სავარაუდოდ, უახლოეს 2 წელიწადში ამ სეგმენტში დანაკარგი 45%-ს მიაღწევს. ეს სერიოზული დარტყმაა სოციალური ქსელისთვის. პირველ რიგში, ეს Facebook-ის მომხმარებელთა მთლიან რაოდენობას შეამცირებს, მეორეც, ეს კატეგორია რეკლამის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია კომპანიისთვის.

 

თუმცა, შიდა კვლევა არა მხოლოდ მოზარდებს ეხება. უახლოესი წლების მანძილზე 20-30 წლის მომხმარებელთა რაოდენობაც  4%-ით შემცირდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ზოგადად სოციალური ქსელების ყველაზე აქტიური მომხმარებლები სწორედ ახალგაზრდები არიან.

 

დასკვნა მარტივია, - Facebook ახალგაზრდა აუდიტორიას სწრაფად კარგავს.

 

კომპანიის მენეჯმენტი ამ პრობლემას კარგად აცნობიერებს და თავისი აუდიტორიის დაბერებას რეალური პრობლემად აღიქვამს.


 

რატომ ტოვებს ახალგაზრდობა Facebook-ს?

შიდაკვლევების თანახმად, სოციალურ ქსელს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ პლატფორმა მოძველდა და ძირითადად საშუალოზე ასაკოვან ადამიანებზეა გათვლილი.

 

თანაც, ბოლო წლებში Facebook-ის იმიჯი დაზარალდა სკანდალების გამო, რომლებიც პირადი ცხოვრების პატივისცემის დეფიციტთან და მოზარდების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურ გავლენასთანაა დაკავშირებული.

 

1 წლის მანძილზე 18 წლამდე ასაკის ადამიანთა რეგისტრაციის მაჩვენებელი 26%-ით შემცირდა. ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის ქსელის მენეჯმენტი ახალ პროდუქტების გამოშვებას, სწორედ ამ აუდიტორიის მოსაზიდად გეგმავს. მაგრამ მათ ესმით, რომ ეს ბრძოლა მძიმე იქნება. Facebook-ის მიერ შემუშავებულ ზომებს შორისაა კონკურენცია LinkedIn-თან და მომხმარებლებისთვის პროფესიული კონსულტაციების მიღებისა და საკუთარი რეზიუმეების განთავსების საშუალების მიცემა. ასევე მიდის მუშაობა ალგორიტმზე, რომელიც ახალ ამბებს, ახალგაზრდა აუდიტორიისთვის შეარჩევს.

 

Facebook-ის პოპულარობა ეცემა, თუმცა, მის საკუთრებაში მყოფი Instagram პოპულარობის მწვერვალზეა, მაგრამ მარკ ცუკერბერგს და მის გუნდს ეს არა მშვიდებს - შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდების აქტიურობა Instagram-შიც 2020 წელთან შედარებით 13%-ით შემცირდა. გათვლების თანახმად, მოზარდები 2-3-ჯერ მეტ დროს TikTok-ში ატარებენ, ეს კი სამომავლოდ პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევს.

 

წყარო: letemps.ch

ავტორი: თენგიზ აბლოთია


თეგები:
Facebook



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up