Facebook-ზე რეკლამა ფიზიკური პირებისთვის გაძვირდება

Facebook-ზე რეკლამა ფიზიკური პირებისთვის გაძვირდება

access_time2021-07-30 11:00:56

ფიზიკური პირებისთვის ოქტომბრიდან ფეისბუქზე რეკლამის განთავსება ძვირდება და მას დღგ-ს განაკვეთი 18% ემატება. დღგ-ს გადამხდელად უკვე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ცვლილებები არ შეეხება, ისინი ამ თანხას ისედაც იხდიან. დღგ-ს თანხის ჩამოჭრას, რომელიც ბიუჯეტში გადაირიცხება, თავად სოციალური ქსელი უზრუნველჰყოფს.


რეკლამას დღგ-ს განაკვეთი დაემატება მაშინ, თუ სარეკლამო მენეჯერის ადგილმდებარეობაში დაფისირებულია ქვეყანა საქართველო ან არ არ არის დადასტურებული, რომ რეკლამა კეთდება კომერციული მიზნით. რეკლამის გაშვების მსურველმა Payment Settings-ის ბმულზე გადასვლისას Edit ღილაკს უნდა დააჭიროს, შემდეგ შესაბამისი გრაფები შეავსოს და დამატებითი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით I am advertising for business purposes-ის მონიშვნით დაადასტურის, რომ რეკლამა ბიზნესის მიზნებისთვის ეშვება.


ფეისბუქრეკლამას რამდენიემე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. ტელერეკლამასთან შედარებით ის გაცილებით იაფია. პრესაში განთავსებულ რეკლამასთან შედარებით მას გაცილებით დიდი აუდიტორია ნახულობს. სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და მეტ-ნაკლებად ინტერესებზე მორგებული რეკლამის გაშვებისთვისაც ფეისბუქი საუკეთესო პლატფორმად რჩება.


სპეციალური ალგორითმი, GPS ტექნოლოგიითა და თავად მომხმარებლის მიერ დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის საუძველზე პირის ადგილმდებარეობას, სქესსა და ასაკს მარტივად ადგენს, მაშინაც კი თუ ის სხვა მომხმარებლებისთვის დამალულია. თავად ფეისბუქის ან გუგლის საძიებო ველში რაიმე საკვანძო სიტყვის ჩაწერასას სისტემა „ფიქრობს“, რომ პირს, რომელმაც „ფიტნეს დარბაზი“ დაგუგლა, ვარჯიში აინტერესებს და სპორტდარბაზების რეკლამს უჩვენებს, „ანტიკვარული ნივთების“ შემთხვევაში – ანტიკვარული ნივთების სხვა მაღაზიებს და ა.შ.



ფეისბუქზე რეკლამის განთავსება 2 გზით შეიძლება: ე.წ. დაბუსტვით და Ads Manager-ით. პირველ შემთხვევაში დარეკლამება უფრო მარტივი და ნაკლებ პროცედურას საჭიროებს, სამაგიეროდ Ads Manager-ს უფრო მეტი ფუქცია და შესაძლებლობები გააჩნია.


შემოსავლების მიღების გაზრდის მიზნით, ბოლო წლებში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ალგორითმი შეცვალა. თუ 6-7, ან თუნდაც 4-5 წლის წინ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული პოსტი გვერდის მომწონებლის 60%-ზე მეტს სქროლვისას ავტომატურად უჩნდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, გაიზარდა იმ პროდუქტისა და მომსახურების სია, რომლის რეკლამასაც ფეისბუქი კრძალვს. თამბაქოს ნაწარმისა და იარაღის ნებისმიერი ქვეკატეგორიის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების, ეროტიკული და პორნოგრაფიული მასალის, აზარტული თამაშების, რეცეპტული წამლების, სათვალთვალო მოწყობილობების, ჰაკერული მომსახურების, კრიპტოვალუტის... რეკლამას ფეისბუქი კრძალავს.


Booking.com-ის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფიზიკურ პირებს დღგ-ის გადახდის ვალდებლება გაუჩნდათ. არაერთი პეტიციისა და მოთხოვნის მიუხედავად, უცხოური საიტებიდან უფასოდ გამოწერის 300–ლარიანი ზღვარი არ გაზრდილა. თუ 10 წლის წინ 300 ლარი $188 იყო, დღეს მხოლოდ $97-ა.


Facebook ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი სოციალური ქსელია, რომელიც 2004 წლის 4 თებერვალს დაარსდა. დღეის მდგომარეობით მას 2.85 მლრდ აქტიური მომხმარებელი ჰყავს. 21%-იანი მატების შემდეგ 2020 ფესიბუქის შემოსავლებმა $86 მლრდ-ს მიაღწია. წმინდა მოგება კი კიდევ უფრო მკვეთრად 57%-ით $29 მლრდ-მდე გაიზარდა. 2021 წელს Facebook Apple-ს, Google-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის შემდეგ მეხუთე კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც $1 ტრლნ-ს გადააჭარბა. ივლისის მდგომარეობით ფეისბუქის კაპიტალიზაცია $1.058 ტლნ-ს უდრის. $134 მლრდ-იანი ქონებით კომპანიის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up