კომპანია Meta გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს Facebook-სა და Instagram-ში, რათა ზემოხსენებული პლატფორმები უფრო დაემსგავსოს კონკურენტ TikTok -ს. ეს ცვლილებები ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად საფრთხისშემცველია TikTok-ი, კომპანია Meta-სთვის.- აღნიშნულია Business Insider- ის სტატიაში.
Instagram-მა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვიდეო, რომელიც 15 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის არის, 21 ივლისიდან ავტომატურად იქნება ე.წ. Reel-ში დაკონვერტირებული. Business Insider-ის სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ თუ ვიდეო დადებული იქნება საჯარო პროფილიდან, ის ავტომატურად აღმოჩნდება ზემოხსენებული კომპანიის ალგორითმში და რეკომენდაციის სახით, სხვა მომხმარებლებსაც მიეცემათ ნახვის საშუალება.
Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობის კლება,ისტორიაში პირველად , დაფიქსირდა 2021 წლის პირველ მეოთხედში .
Business Insider- ის გამოქვეყნებულ სტატიაში, ასევე ნახსენებია, რომ 2021 წლის ნოემბერში ჩატარებული Insider Intelligence-ის კვლევის მიხედვით, TikTok-ს უფრო მეტი „თაობა Z“ მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე Instagram-ს ან Facebook-ს. სწორედ ამიტომ, Facebook-ს ექნება ახალი “Home” განყოფილება, სადაც შესაძლებელი იქნება კონტენტის ნახვა ისეთი პროფილებიდან, რომელებიც მომხმარებელებს არ აქვთ გამოწერილი.
ასევე აღსანიშნავია, რომ როდესაც Insider-დან Meta-ს დაუკავშირდენენ და ჰკითხეს ცდილობენ თუ არა ისინი TikTok-ის კოპირებას, კომპანიაში კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
წყარო Business Insider