Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

access_time2020-08-09 13:40:12

Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება.


ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა.


ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის აქციების ფასმა შესაძლოა 300 დოლარს გადააჭარბოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. ამას ხელს პირველ რიგში აუდიტორიის ზრდა და ონლაინ-ვაჭრობის განვითარება შეუწყობს.


კარანტინის პერიოდში  Facebook-ის ყველა სერვისების, მათ შორის Instagram, Messenger და WhatsApp-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 3.14 მლრდ.-ს, ხოლო უშუალოდ სოციალური ქსელი ყოველდღიურ მომხმარებელთა - 12%-ით გაიზარდა და  1,79 მლრდ.-ს მიაღწია.


ამავე დროს რეკლამის დამკვეთების რიცხვმა,  ხსენებული ბოიკოტის მიუხედავად, 9 მლნ.-ს გადააჭარბა.


კომპანიის შემოსავალი 3 თვის მანძილზე 11%-ით გაიზარდა, და 18,7 მლრდ. დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც პროგნოზი 17,4 მლრდ. დოლარი იყო. სუფთა მოგებამ 2019 წელთან შედარებით 98%-ით მოიმატა და 5,18 მლრდ. დოლარი შეადგინა, მოგებამ თითო აქციაზე 1,8 დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც მოლოდინი 1,4 დოლარი იყო,



პანდემიამ ონლაინ-ბიზნესი გააქტიურდა, რაც სოციალური ქსელის ზრდას უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის - ნებისმიერი ბიზნეს-კომპანია, რომელიც ონლაინ-რეჟიმში აქტიურად მუშაობს, Facebook-ის პოტენციური კლიენტების სიაში ავტომატურად ხვდება.


მარკ ცუკერბერგის თქმით, მსოფლიოში 180 მლნ. კომპანია  Facebook-ს კლიენტებთან კავშირების დასამყარებლად იყენებს.


კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ონლაინ-მაღაზიები გახდება - ცუკერბერგის თქმით, სერვისი Facebook Shops აქტიურად იზრდება, ხოლო WhatsApp Business-ს უკვე 50 მლნ.-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.


უკვე წელიწადზე მეტია, რაც კონგრესი Facebook, Google, Amazon და Apple-ს მიმართ ანტომონოპოლიურ გამოძიებას აწარმოებს - მათ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ბრალდება.


როგორც ჩანს, Facebook-ს ეს დიდ პრობლემებს არ უქმნის, თუმცა, სოციალური ქსელის მაჩვენებლების ასეთივე ტემპებით ზრდას მე-3 კვარტალში ნაკლებად მოსალოდნელია - კარანტინის მოხსნის შედეგად ბევრ ქვეყანაში სოციალური ქსელის და მისი სერვისების მიმართ აჟიოტაჟური ინტერესი კლებულობს.


კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით, მე-3 კვარტალში მომხმარებელთა რაოდენობა ან მცირედით გაიზრდება, ან უცვლელი დარჩება.


მე-3 კვარტალში Facebook-ის შემოსავალი სავარაუდოდ, 7,7%-ით გაიზრდება.


რეკლამის მსხვილი შემკვეთების მხრიდან ბოიკოტის შესაძლო დასრულების შემთხვევაში, შემოსავალი 10%-ით გაიზრდება.


თუმცა, კომპანიის დირექტორის დევიდ ვენერის თქმით, 100 მსხვილ დამკვეთზე სარეკლამო შემოსავლების მხოლოდ 16% მოდის, რაც 2019 წელზე ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყაროა მცირე და საშუალი ბიზნესი - მოგების ¾ სწორედ მათზე მოდის.


rbc


თეგები:
Facebook



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up