Facebook: რუსული პროპაგანდისტული რეკლამა 10-მა მილიონმა ადამიანმა ნახა

Facebook: რუსული პროპაგანდისტული რეკლამა 10-მა მილიონმა ადამიანმა ნახა

access_time2017-10-03 14:24:03

Facebook-ის მიხედვით, რუსეთის მიერ შექმნილი პოლიტიკური რეკლამები, რომლის მიზანსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენდა, დაახლოებით 10-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-მა, აღნიშნულ რეკლამებთან კავშირში, reach-თან და მის გავლენასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გააჟღერა. Reach წარმოადგენს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელმაც Facebook-ზე განთავსებული მასალა იხილა.

 

Facebook-ის განცხადებით, რეკლამების გარკვეული ნაწილის საფასური რუსულ რუბლში იყო გადახდილი.

 


Facebook-ი ვაშინგტონში პროპაგანდის წინააღმდეგ უმოქმედობაში გააკრიტიკეს. თავის მხრივ, Facebook-მა განაცხადა, რომ თავისუფალ სიტყვის ღირებულება მისთვის უმნიშვნელოვანესია და ზემოთაღნიშნული კონტენტი მის სივრცეში სწორედ ამიტომ მოხვდა.

 

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, როდესაც იგი Facebook-ს ქმნიდა, ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ მას პროპაგანდისთვის გამოიყენებდნენ. „ნეტავ შემეძლოს გითხრათ, რომ ნებისმიერ უხეშ ჩარევას შევაჩერებთ, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. მსოფლიოში ცუდი ადამიანები ყოველთვის იარსებებენ და ყველა მთავრობას ვერ დავიცავთ. თუმცა ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ,“ განაცხადა ცუკერბერგმა.

 

 

CNBC



„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...


მსგავსი სიახლეები

up