Facebook-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებულ ვიდეოებს, ე.წ. „დიპფეიკებს“ პლატფორმიდან წაშლის. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „დიპფეიკეიბი“ კომპიუტერის მიერ გენერირებული რგოლებია, რომლების რეალურისგან გარჩევა ძალიან რთულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ვიდეოები რეალობას ამახინჯებს და ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
„დიპფეიკების“ გმირები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები ხდებიან. კომპიუტერული პროგრამის დახმარების ვიდეოს ისე შეცვლა შეიძლება, რომ მისი გმირი ავტორისთვის სასურველ ტექსტს წარმოთქვამს, მაყურებელი კი ჩარევას ვერ შეამჩნევს. Facebook-ში თვლიან, რომ ეს რგოლები დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.
ახალი პოლიტიკა პაროდიებსა და სატირულ ვიდეოებზე არ გავრცელდება.
imedinews.ge