Facebook-ის 6 საათიანი შეფერხების შემდეგ, მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა $6 მლრდ, თავად კომპანიამ კი $50 მლრდ დაკარგა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე დიდი ვარდნა არაა. გასულ წლებში პერსონალური ინფორმაციის გაჟონვისა და მოსალოდნელზე უფრო ნაკლები მოგების დადასტურების შემდეგ კაპიტალიზაცია უფრო მკვეთრად შემცირდა.
Facebook 2004 წლის თებერვალში დაიბადა. 2021 წელს Facebook Appple-ის, Amazon-ის, Alphabet-ის (Google) და Micrisoft-ის შემდეგ მეხუთე აქციებით ღიად მოვაჭრე კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 13 ნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა ეს სტატუსი სექტემბრის ბოლოს დაკარგა. 4 ოქტომბრის შეფეხებამდე მისი კაპიტალიზაცია $970 მლრდ-ს შეადგენდა, ამჟამად $922 მლრდ-ს უდრის. თავად ცუკერბერგი მილიარდერთა სიაში 1 პოზიციით ჩამოქვეითდა და $116 მლრდ-აინი ქომნებით 5 ოქტომბრის მდგომარეობიტ მე-6 ადგილზე იმყოფება. Facebook-ს 111 ენის მხარდაჭერა გააჩნია და აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 2.850 მლრდ-ს აღწევს.