Facebook-მა და TikTok-მა შეზღუდეს წვდომა Russia Today-სა და Sputnik-ის კონტენტზე თავიანთ პლატფორმებზე. ამის შესახებ Facebook Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა Twitter-ზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ თხოვნა რამდენიმე მთავრობისგან და ევროკავშირისგან, რათა განგვეხორციელებინ ზომები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედიის წინააღმდეგ. არსებული ვითარების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ ამ დროისთვის შევზღუდავთ წვდომას RT-სა და Sputnik-ზე ევროკავშირის ფარგლებში“ - თქვა ნიკ კლეგმა.