Facebook-მა და Google-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Facebook-მა და Google-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

access_time2021-12-27 20:00:12

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ Google 7,2 მლრდ-ით, ხოლო Meta (Facebook) 1, 9 მლრდ რუბლით დააჯარიმა. გადაწყვეტილების მიზეზად კანონსაწინააღმდეგო მასალების გამოქვეყნება და მათ ბლოკირებაზე უარის თქმა დასახელდა.

 


შექმნილ ვითარებაში ინტერნეტ-გიგანტებს მხოლოდ 2 არჩევანი დარჩათ - ან ჯარიმის გადახდა და რუსეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული თამაშის წესების მიღება, ან რუსეთიდან წასვლა.

 


ეს პირველი ასეთი შემთხვევა არაა - 2021 წლის მანძილზე Google უკვე 16-ჯერ, ჯამურად 37,5 მლნ. რუბლით დაჯარიმდა, მაგრამ მხოლოდ 6 მლნ. გადაიხადა, ხოლო Meta დაჯარიმდა 70 მლნ. რუბლით, მაგრამ მხოლოდ 26 მლნ. გადაიხადა.

 


კანონის თვალსაზრისით, ტექნოლოგიურ გიგანტებს დიდი არჩევანი არა აქვთ - მათ ჯარიმა ძალაში შესვლიდან 60 დღეში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმსრულებლებს მათი აქტივების და ანგარიშების დაყადაღების უფლება ექნებათ - ძირითადად რუსეთში, რადგანაც სხვა ქვეყნები მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ არ გაიზიარებენ.

 


რუსეთის ციფრული ეკონომიკის განვითარების ფონდის დირექტორის გერმან კლიმენკოს თქმით, ეს ჯარიმა უკან დაუბრუნებლობის წერტილია, რომლის შედეგადაც კომპანიებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

 


„ჩვენ ვიღებთ კანონებს, ისინი კი მათ არ ასრულებენ და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ჩვენ არ ვიცით ისინი რას გადაწყვეტენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ყველამ ვიცით, რომ Google და Facebook ჩინეთში არ მუშაობენ, რადგანაც მთავრობასთან თანამშრომლობას არ დათანხმდნენ. ალბათ ჩვენთანაც ასე იქნება - არალოგიკურია დაკარგო გაცილებით უფრო დიდი და მდიდარი ჩინური ბაზარი საკუთარი შეხედულებების გამო და ამავე დროს დათანხმდე რუსეთის კანონების შესრულებას“, - მიიჩნევს კლიმენკო.


 


მნიშვნელოვანია, რომ Facebook და Google ძალიან პოლიტიზებული კომპანიებია და მათ საკუთარი, ძალიან მკვეთრი და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა აქვთ.

 


ექსპერტების აზრით, მაღალტექნოლოგიური კომპანიები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მაქსიმალურად გაჭიანურებას შეეცდებიან. ამისთვის მათ აპრობირებული ტაქტიკა აქვთ - შემხვედრი სარჩელები, რომეკთა წყალობითაც სასამართლო დავა შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

 


აქამდე რუსეთის ხელისუფლებას არ უცდია Google და Facebook-ის ბლოკირება და მიზეზი ძირითადად ეკონომიკურია - რუსული ბიზნესის დიდი ნაწილისთვის რეკლამა ამ პლატფორმებზე ძალიან მნიშვნელოვანია და მათი წასვლა რუსეთიდან ბიზნესს არანაკლებად დააზარალებს, ვიდრე მათ თავად.

 


ინტერნეტ-კომპანიებს ხშირად აჯარიმებენ რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც - ძირითადად კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტენტის მოხსნაზე უარი თქმის გამო - ასეთებად შესაძლოა ჩაითვალოს მოწოდება თვითმკვლელობისკან, საბავშვო პორნოგრაფია, ნარკოვაჭრობა, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივება, ექსტრემიზმის და ტერორიზმის მხარდამჭერი განცხადებები, ფეიკები, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების ინსტრუქციები და ა.შ.

 


თუმცა, რუსეთს თავისი სპეციფიკაც აქვს - მაგალითად, სოციალური ქსელები დაჯარიმდნენ ოპოზიციის მიტინგებზე მონაწილეობის მოწოდების დაბლოკვაზე უარი თქმის გამო.

 


ასევე რუსეთის ხელისუფლება წლების მანძილზე მოითხოვს Google და Facebook-სგან რუსი მომხმარებლების თაობაზე ინფორმაციის ლოკალიზებას ქვეყნის ტერიტორიაზე, რაზეც ისინი უარს აცხადებენ.

 


გერმან კლიმენკოს თქმით, ამ საკითხების უფრო საფუძვლიანი შესწავლის დროც მოვიდა.

 


„აქამდე მთავრობის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე რეაგირება ძირითადად სიტყვიერი შენიშვნის შემოიფარგლებოდა, ამჯერად კი ამ საკითხების უფრო სერიოზული განხილვის დროც მოვიდა“, - განაცხადა მან.

 

 

Kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up