Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის შესაძლებლობა iOS-ის და Andriod-ის პრაქტიკულად ყველა მომხმარებლისთვის გახადა შესაძლებელი. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნდა.
Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.
ამისთვის კომპანიაში სპეციალური ნეირონული ქსელი გამოიყენეს, რომელიც კამერიდან გამოსახულების თითოეულ პიქსელამდე მანძილს ითვლის. როგორც Facebook-ში წერენ, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, არც თუ ისე მძლავრ სმარტფონებზეც კი 3D გამოსახულების შექმნა წამებში იქნება შესაძლებელი.
Imedinews.ge