Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის ივლისამდე შეძლებენ

Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის ივლისამდე შეძლებენ

access_time2020-08-07 21:10:11

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლები სახლებიდან მუშაობას კიდევ ერთი წელი შეძლებენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.


„ჯანდაცვისა და სამთავრობო ექსპერტების მითითებების, ასევე, ჩვენი შიდა განხილვების საფუძველზე, თანამშრომლებს ნებას ვრთავთ, 2021 წლის ივლისამდე სახლებიდან იმუშავონ. გარდა ამისა, მათ დამატებით $1,000-ს ვაძლევთ, რომ საჭირო ნივთები შეიძინონ“, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.


მსგავსი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ Google-მაც მიიღო. კომპანიამ დისტანციური მუშაობის რეჟიმი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


imedinews.ge


თეგები:
Facebook



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა
access_time2020-09-22 10:00:48
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების -...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

მწვანე ზონაში ყოფნით საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო

მწვანე ზონაში ყოფნით საქართველომ სარგებელი ვერ მიიღო
access_time2020-09-22 11:00:10
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებასთან ერთად საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ავიამიმოსვლის თანდათანობით გახსნას აანონსებს, მაშინ როდესაც ვირუსის გავრცელების სტაბილური დინამიკისას საზღვრების 100%-იანი ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. საერთაშორისო მიმოსვლებსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი საუბრობს. „ჩვენი ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ასეთი შეზღუდვა არ არის და ჩვენი...


მსგავსი სიახლეები

up