კომპანია Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 5 მაისს გამოაცხადებს.
„სამეთვალყურეო საბჭო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე გადაწყვეტილებას 2021 წლის 5 მაისს გამოაცხადებს, ვებ- გვერდზე https://oversightboard.com/newson“, - ნათქვამია განცხადებაში.
24 თებერვალს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
საჩივარს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, რომელსაც დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელე ტორნინგ-შმიდტი ხელმძღვანელობს და რომელიც ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტებისა და აკადემიკოსებისგან შედგება.
Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.
imedinews.ge