Facebook-ის კრიპტოვალუტას G7-ის ჯგუფიც აკრიტიკებს

Facebook-ის კრიპტოვალუტას G7-ის ჯგუფიც აკრიტიკებს

access_time2019-10-14 12:12:19

Facebook-ის კრიპტოვალუტა ლიბრა არ უნდა განვითარდეს იქამდე, სანამ კომპანია არ დაადასტურებს რომ ეს კრიპტოვალუტა უსაფრთხო და საიმედოა. ამის შესახებ G7-ის ჯგუფის ანგარიშში წერია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.



G7-ის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის გიგანტის მიერ ასეთი სახის კრიპტოვალუტის გამოშვება გლობალურ ფინანსურ ეკონომიკას უქმნის საფრთხეს. ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა რომც გადაჭრას ის საკითხები, რომელზეც G7 მიუთითებს, მის მიერ ლიბრას შექმნა მაინც საფრთხის შემცველი იქნება.



G7-ის ჯგუფში, რომელმაც ანგარიში მოამზადა, შედიან მაღალი თანამდებობის პირები ცენტრალური ბანკებიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ფინანსური სტაბილურობის საბჭოდან, და ისინი კოორდინაციას უწევენ G20-ის ეკონომიკურ წესებს.




ანგარიშში წერია, რომ ციფრული ვალუტის ლიბრას შექმნის აუცილებლობა იურიდიულად უნდა იყოს დასაბუთებული, დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს, რომ კრიპტოვალუტა ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არ გამოიყენონ.



G7 ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს წინ უძღოდა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების Visa და Mastercard-ის მიერ Facebook-თან ერთად კრიტპოვალუტის შექმნაზე უარის თქმა.



Facebook-მა ივნისში განაცხადა, რომ შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა ლიბრა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და ონლაინშოპინგი. თუმცა ამ იდეაში ბევრმა გარკვეული საფრთხეები დაინახა.



imedinews.ge






ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს
access_time2021-03-05 12:00:40
$500 მლნ-ის ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვის დრომდე 1 თვეღა დარჩა. მთავრობა მის გასტუმრებას ახალი სესხით გეგმავს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფინასნირების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყება. ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%-იან სარგებელს არიცხავდა, თუმცა იმ პერიოდში...


მსგავსი სიახლეები

up