Facebook-ი მომხმარებლებს პირადი მონაცემების დაცვის ახალ ბერკეტს სთავაზობს

Facebook-ი მომხმარებლებს პირადი მონაცემების დაცვის ახალ ბერკეტს სთავაზობს

access_time2019-08-21 21:20:45

Facebook-ზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელს სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები აწვდიან.

 

"Off-Facebook Activity" მომხმარებელს აჩვენებს იმ ვებგვერდების და აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს ქმედებებზე ინფორმაციას გვიგზავნიან. სურვილის შემთხვევაში თქვენი ანგარიშიდან ამ ინფორმაციის წაშლას შეძლებთ", - ნათქვამია სოციალური ქსელის განცხადებაში.

 

სოციალური ქსელი ამ ინფორმაციას მომხმარებლისთვის რეკლამის მისაწოდებლად იყენებს. თუმცა, ახალი ფუნქცია მოხმარებლის მოთხოვნიდან მხოლოდ 48 საათში ამოქმედდება. ამ დროის განმავლობაში Facebook-ი თქვენი ინფორმაციის გამოყენებას მაინც შეძლებს. მეტიც, 48 საათის შემდეგ მომხმარებლის აქტივობა სხვა ვებგვერდზე არ წაიშლება, უბრალოდ მის ანგარიშზე აღარ იქნება მიბმული."Off-Facebook Activity"-ის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. დღეიდან სერვისით ირლანდიის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.


 

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემი უკანონოდ გადასცა კომპანია Cambridge Analytica-ს, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.


imedinews.ge

თეგები:
facebook



სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...


მსგავსი სიახლეები

up