FACEBOOK-ი კორონავირუსის კრიზისას მედიის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონს გაიღებს

FACEBOOK-ი კორონავირუსის კრიზისას მედიის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონს გაიღებს

access_time2020-03-31 19:00:09

სოციალური მედიის გიგანტი Facebook ახალი კორონავირუსის კრიზისას მედიის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ დოლარს გაიღებს.

 

გაღებული თანხიდან, დაახლოებით 25 მილიონი დოლარით ლოკალური სააგენტოები დაფინანსდებიან Facebook-ის ჟურნალისტიკის პროექტის გავლით. დარჩენილი 75 მილიონი დოლარი კი მსოფლიოს გარშემო არსებული სააგენტოებისკენ მიემართება.

 

"ახალი ამბების ეკოსისტემის მხარდაჭერის მხრივ ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში და დასარწმუნებლად, რომ ყველას აქვს წვდომა გადამოწმებულ და დროულ ინფორმაციაზე, გავიღებთ 100 მილიონ დოლარს ჟურნალისტიკის დასახმარებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფოკუსირებულია ლოკალურ ამბებზე.

 

ახლა, ჟურნალისტები ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ, რათა საზოგადოების ინფორმირება განაგრძონ და ამასთან ერთად, ბევრ გამოცემას უწევს გამკვლავება კრიზისის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან", - წერს ცუკერბერგი.

 

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, Facebook მომავალი წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის ხელშეწყობისთვის 300 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

 

"მედიის გადაუდებელი დახმარების ეს პროგრამა იმ 300 მილიონი დოლარის მიღმაა, რომელსაც სააგენტოებისა და განსაკუთრებით ლოკალური სააგენტოების მხარდასაჭერად დავხარჯავთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.

 

იმედი მაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში ეს დაეხმარებათ ჟურნალისტებს განაგრძონ თავიანთი კრიტიკული საქმიანობა ყველა ჩვენგანის ინფორმირების მიზნით", - წერს Facebook-ის დამფუძნებელი.

 

ცოტა ხნის წინ, მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა, პრისცილა ჩანმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 25 მილიონი დოლარი გაიღეს.

 

Tabula.ge

 





სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...


მსგავსი სიახლეები

up