Facebook-ი აცხადებს რომ ლიბრა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არ უნდა გააკონტროლოს

Facebook-ი აცხადებს რომ ლიბრა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არ უნდა გააკონტროლოს

access_time2019-10-21 23:00:02

Facebook-ის კრიტპოვალუტის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი მსოფლიოს მაღალჩინოსნების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც სოციალური ქსელის კრიტპოვალუტასთან, ლიბრასთან დაკავშირებით შეშფოთებას და გარკვეულ შიშს გამოთქვამენ. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.


პროექტის დირექტორი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მაირის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვარაუდობს, რომ Facebook-ს ლიბრას გამოშვებით შეუძლია შეამციროს ვალუტაზე ხელისუფლების კონტროლი.


დევიდ მარკუსის თქმით, Facebook-მა თავიდანვე მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ გადახდის ქსელები, როგორიც არის ლიბრა, არ უნდა გააკონტროლოს მხოლოდ ერთმა კომპანიამ.


მარკუსმა დასძინა, რომ ლიბრას ასოციაციაში 21 კომპანიაა და ის კონკურენციას მიესალმება, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებაა. თუმცა აქვე დაამატა, რომ "სტატუს კვო გამოსავალი აღარ არის".



Facebook-ის კრიპტოვალუტა G7-ის ჯგუფმაც გააკრიტიკა - "Facebook-ის კრიპტოვალუტა ლიბრა არ უნდა განვითარდეს იქამდე, სანამ კომპანია არ დაადასტურებს რომ ეს კრიპტოვალუტა უსაფრთხო და საიმედოა", - წერია G7-ის ჯგუფის ანგარიშში.


G7 ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს წინ უძღოდა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების Visa და Mastercard-ის მიერ Facebook-თან ერთად კრიტპოვალუტის შექმნაზე უარის თქმა.


Facebook-მა ივნისში განაცხადა, რომ შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა ლიბრა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და ონლაინშოპინგი. თუმცა, ამ იდეაში ბევრმა გარკვეული საფრთხეები დაინახა.



imedinews.ge


თეგები:
ლიბრა



მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ
access_time2020-11-27 13:00:58
თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება - ამის შესახებ აღნიშნულია , საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული...

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე
access_time2020-11-27 11:55:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად...

Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...


მსგავსი სიახლეები

up