Facebook აშშ-ს კონგრესის წინააღმდეგ  - IT- გიგანტებმა  პოლიტიკური როლი შეიძინეს

Facebook აშშ-ს კონგრესის წინააღმდეგ - IT- გიგანტებმა პოლიტიკური როლი შეიძინეს

access_time2019-04-23 20:00:33


2019 წელს კომპანია UpGuard-მა  Facebook-იდან 500 მლნ. მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის თაობაზე განცხადება გაავრცელა.


ეს არაა პირველი მსგავსი სკანდალი, თუმცა, სოციალურ ქსელს ამისგან არ შეექმნა არანაირი პრობლემები. ისმის კითხვა  - რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მაღალტექნოლოგიური გიგანტები უკვე გახდნენ ამერიკის პოლიტიკური სისტემის ნაწილი.


თავის დროზე სილიკონის ველი დააარსეს არაფორმალებმა, ანარქისტულად მოაზროვნე პროგრამისტებმა, რომლებსაც არ სურდათ სახელმწიფოსთან საქმის დაკავება, თუმცა დღეს IT-კომპანიები  გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშეები გახდნენ.


როგორ  მოხვდა ეს?


ტექნოლოგიური კორპორაციების შექმნას  ხელი შეუწყო ბილ კლინტონის მიერ ინტერნეტ ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია „ციფრული კაპიტალიზმის“ ეპოქის მოსვლა.


Google, Facebook, Amazon, სხვა ამ ტიპის კომპანიები სულ უფრო დიდ მოგებას ღებულობდნენ, ახდენდნენ დიდი კაპიტალების ინვესტირებას მონაცემთა ბაზის შეგროვების და გადამუშავების ტექნოლოგიებში და საბოლოოდ დააგროვეს უამრავი ინფორმაცია კლიენტების შესახებ.


IT- კორპორაციების წინსვლას სახელმწიფო ასევე ხელს უწყობდა  პერსპექტიული კვლევების და ტექნოლოგიური გარღვევების დაფინანსებით და ახალი გამოგონებების ხელშეწყობით.


საკმარისია იმის გახსენებაც, რომ ინტერნეტის პროტოტიპი შექმნა სახელმწიფომ - მას ერქვა​ს ARPAnet და ის გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებში. ყველა ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით  -  GPS, ფიჭური კავშირი, მონაცემთა გადაცემის ქსელები, მიკრო ჩიპები, სენსორული ეკრანები და ა.შ. შეიქმნა სახელმწიფოს და პენტაგონის პირდაპირი ხელშეწყობით და დაფინანსებით.


მთავრობა ასევე ყოველთვის თამაშობდა მოწინავე როლს ტექნოლოგიების სფეროში მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალისებდა კონკურენციას. მაგალითად, სწორედ სახელმწიფომ შეზღუდა ისეთი გიგანტების შესაძლებლობები, როგორიცაა IBM და Microsoft,  რამაც ხელი შეუწყო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე მწვავე კონკურენციის გაჩენას.


დღეს უკვე ციფრული გიგანტები ახდენენ გავლენას ეკონომიკაზე, ინოვაციების განვითარებასა  და სახელმწიფოებრივ სტაბილურობაზე. ეს გავლენა დღითიდღე იზრდება, რის გამოც პოლიტიკოსები დაფიქრდნენ გიგანტების შეჩერებაზე და გაყოფაზეც კი. კერძოდ, ასეთი წინადადებით გამოდის სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელიც თვლის, რომ IT-კორპორაციები უნდა გაიყოს რამდენიმე ათეულ, უფრო წვრილ მოთამაშედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბუნებრივად შეზღუდავენ კონკურენციას ბაზარზე, თუნდაც მათი სურვილის გარეშე.



სუსტი ანტიმონოპოლიური რეგულირების გამო, კონკურენცია ტექნოლოგიურ სფეროში მკვეთრად შემცირდა - ვენჩურულ ინვესტორებს ამ ეტაპზე უკვე არ სურთ სტარტაპების დაფინანსება, რადგანაც მათ გაუჭირდებათ გიგანტების მიერ დაპყრობილ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.


კერძოდ, სტარტაპებში ინვესტირება 2012 წელთან შედარებით 2019 წელს  22%-ით შემცირდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.


კონკურენტების გარეშე დარჩენილი გიგანტები მოდუნდნენ და ნაკლებად მუშაობენ ისეთ საკითხში, როგორც პირადი მონაცემების დაცვა - მაგალითად, 2019 წელს Facebook და Google-მა დაკარგეს 168 მლნ. მომხმარებლის პირადი მონაცემები, რის გამოც ამ კომპანიებმა დაიკავეს ბოლო ადგილები ამერიკელების მხრიდან ნდობის რეიტინგში.


სიტუაციას ართულებს ისიც, რომ IT- კორპორაციების საქმიანობა არ რეგულირდება აშშ-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, რადგან მათი სერვისი უფასოა, ამიტომაც მათი შეზღუდვის მცდელობები როგორც წესი უშედეგოა - თანაც მსგავსი სიტუაციაა არა მხოლოდ შტატებში, არამედ ევროკავშირშიც.


თუმცა, დღეს IT-გიგანტებს არ აშინებს მუქარები და მათ წინააღმდეგ მიმართული ცალკეული ინიციატივები - ისინი დღეს წარმოადგენენ მეტს, ვიდრე უბრალოდ ბიზნეს მონოპოლიები - დღეს ისინი არიან პოლიტიკური მოთამაშეები და შეუძლიათ კრიტიკის საპასუხოდ მოხსნან იმ სენატორების რეკლამები, რომლებიც მათ ღიად უპირისპირდებიან.


ზოგიერთი ტექნოლოგიური გიგანტები უკვე, ფაქტობრივად, აშანტაჟებენ ცალკეული ქალაქების და შტატების ხელმძღვანელობას და ემუქრებიან მათ სხვა ადგილზე გადასვლით და სამუშაო ადგილების შემცირებით იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ მათგან საგადასახადო შეღავათებს.


ეს აღიარა თავად მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ხშირად „მოქმედებენ უფრო როგორც მთავრობა და არა ბიზნეს -კომპანიები“.


ბოლო 10 წლის მანძილზე ამერიკის 5-მა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ 5-ჯერ გაზარდა დანახარჯები ლობისტებზე. ისინი ასევე აქტიურად ერევიან პოლიტიკაში - მაგალითად,  2018 წელს IT-​გიგანტებმა პოლიტიკოსების მხარდაჭერაზე 77 მლნ. დოლარი დახარჯეს, მაშინ, როდესაც 5-მა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა - მხოლოდ 16 მლნ.


საკუთარი შემოსავლების შენარჩუნების მიზნით, ისინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან ყველანაირ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია გადასახადების ზრდაზე და საქმიანობის რეგულირების გამკაცრებაზე. სწორედ ამისთვის გამოიყენება ლობისტების მთელი არმია, რომელიც ქირაობენ გიგანტები.


მაგალითად, 2018 წელს Google-მა დახარჯა 21,7 მლნ. დოლარი, მაშინ როდესაც 2013 წელს - სულ რაღაც 80 000 დოლარი.



ლობირების გარდა, ტექნოლოგიური იმპერიები იყენებენ თავიანთი ინტერესების დასაცავად ე.წ. „რბილ ძალას“ - არასამთავრობო ორგანიზაციებს. ანალიტიკურ ცენტრებს და საქველმოქმედო ფონდებს, რომლებსაც თვითონვე აფინანსებენ. ისინი აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მათდამი ადამიანების მხრიდან დადებითი დამოკიდებულების ფორმირება.


სილიკონის ველის კორპორაციების პლატფორმები აქტიურად გამოიყენება საარჩევნო კამპანიების დროს სხვასხვა ინფორმაციის, თუ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით.


თუმცა, ხმაურიანი სკანდალების მიუხედავად, IT- გიგანტები ყოველთვის ახერხებენ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას - რეგულატორები იძულებულები არიან, გაითვალისწინონ მოსალოდნელი შედეგები და გამოაქვთ ციფრული იმპერიების მიმართ ერთო შეხედვით მკაცრი, თუმცა საბოლოო ჯამში, მეორეხარისხოვანი სადამსჯელო გადაწყვეტილებები.


თავისუფლების სულით დაარსებულ სილიკონის ველი უკვე დიდ  ხანია მონაწილეობს მთავრობების თამაშებში, IT- გიგანტებს ხელმძღვანელები შედიან აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ საბჭოში და ყველაზე მეტად აქტიურობს ილონ მასკი - მისი კოსმოსური კომპანია ხომ ძალიანაა დამოკიდებული სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობებზე.


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობები ცდილობენ გიგანტების შეზღუდვას - ჩინეთში აკონტროლებენ ინტერნეტს, გერმანიაში ამკაცრებენ მოთხოვნებს კონტენტისადმი, კანადაში ზღუდავენ პოლიტიკური რეკლამას, ევროკავშირში აპირებენ კონტროლის დაწესებას პირადი მონაცემების გამოყენებაზე.


ერთი სიტყვით, ადმინისტრაციული აპარატი IT- მანქანის წინააღმდეგ... დაველოდოთ შედეგებს.


Forbes.


თეგები:
Facebook აშშ



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up