ეყოლება თუ არა საქართველოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია - „ყველაფერი მომავალ კვირას გადაწყდება“

ეყოლება თუ არა საქართველოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია - „ყველაფერი მომავალ კვირას გადაწყდება“

access_time2020-12-11 09:00:00

„ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიას და დოტაციას, ჩვენ ვითხოვთ, ანალოგიურ პირობებს, რაც აქვს “ვიზეარს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ჰაბ-ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. მისი თქმით, იფრენს თუ არა საქართველოში ქართული დროშით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, უკვე მომავალ კვირას გადაწყდება.

,,გასულ კვირას შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც მომდევნო მოლაპარაკება ჩაინიშნა მომავალი კვირისთვის. ეს იქნება გაფართოებული შეხვედრა, რამდენიმე უწყებასთან, ყველასთან ვინც კავშირშია ამ თემასთან.

ჩემი პირობა უცვლელია, მოვითხოვ „ვიზეარის“ ანალოგიურ კონტრაქტს, არც მეტი და არც ნაკლები. სხვა ყველა შემოთავაზება შექმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს. თავისთავად დისკრიმინაციულია პირობა, რომ ,,ვიზეარს“ ჰქონდეს უკეთესი პირობები. ეს ბუნებრივია გამოიწვევს უკეთეს ფასს მათ ბილეთებზე და ჩვენს გაკოტრებას. ამ შემთხვევაში არ ექნება ჩვენს ბაზარზე შესვლას აზრი, რადგან ზუსტად ანალოგიურ პროდუქტს ვდებთ. უკვე დავაანონსე, რომ მეც უნგრული ავიაკომპანიის მსგავსად, ბაზარზე შემომყავს „ეარბას 320“ ტიპის თვითმფრინავი. ამიტომ დანახარჯები, საწვავი და სტაფის ხარჯი იდენტურია. ერთადერთი განსხვავებაა, რომ „ვიზეარი“ არის უნგრეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანია და ,,ეარჯორჯია“ საქართველოს დროშით იფრენს. ლოგიკაც აცდენილი იქნება, თუ ჩვენ უფრო ძვირად დაგვიჯდა ოპერირება საქართველოშივე.

ხელისუფლების არგუმენტი და ახსნაა, რომ „ვიზეარი“ უფრო ცნობილი და პოპულარულია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. მათ მიიღეს ჩვენი ყველა კონტრ-არგუმენტი და ამიტომაც ჩაინიშნა შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირაში. ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიას და დოტაციას, ჩვენ ვითხოვთ, ანალოგიურ პირობებს, რაც აქვს “ვიზეარს“,-ამბობს კოდუა.

მისი თქმით, ხელისუფლების დადებითი პასუხის შემთხვევაში თვითმფრინავი მყისიერად ჩამოვა საქართველოში, ფრენები კი მაისიდან დაიწყება.


,,იმ შემთხვევაში, თუ ხელისფულება თანახმა იქნება, ჩვენი „ეარბასი“ უკვე აყენია ევროპაში და შემოვიყვანთ მყისიერად. ახლა შეჩერებულია ეს პროცესი, რადგან პასუხი არ არის ბოლომდე დადებითი. ამბობენ, რომ განხილვის პროცესია და მომავალ კვირაში გადაწყდება, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროში. თუ ჩვენ შემოვალთ ბაზარზე, პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე, ყველაზე გვიან, 2021 წლის მაისიდან დავიწყებთ ფრენებს ევროპის მიმართულებით.

ასევე მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მეორე თემაც. ეს არის ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აშშ-ს რამდენიმე მიმართულებაზე. ყველაფერი მომავალი კვირის ბოლომდე გადაწყდება“, - განუცხადა ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up