EY-ს წარმომადგენელი: საგადასახადო შეღავათს კომპანიამ შეიძლება როგორც ოფშორულ, ასევე ევროპულ ქვეყანაში მიაღწიოს

EY-ს წარმომადგენელი: საგადასახადო შეღავათს კომპანიამ შეიძლება როგორც ოფშორულ, ასევე ევროპულ ქვეყანაში მიაღწიოს

person access_time2016-05-11 17:10:33

9 მაისს პანამის დოკუმენტის ახალი მასალები გასაჯაროვდა, რომელშიც 82 ქართველის სახელი ფიგურირებს. ამჯერად სიაში ყოფილ საჯარო მოხელეებთან ერთად ბიზნესმენებიც არიან მოხსენიებული. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" EY-ს წარმომადგენელი ელისაბედ ჭუმბურიძე საუბრობს.


- ზოგადად რა არის ოფშორი და ოფშორული კომპანიები?


- აქ ორი ძირითადი საკითხი უნდა განვასხვავოთ. პირველი ეს არის ზღვარი სად გადის ოფშორული კომპანიების მეშვეობით საგადასახადო სტრუქტურების მართლზომიერებასა და არამართლზომიერების გამოყენებას შორის. ზოგადად ოფშორული კომპანიები ისტორიულად ისეთ ქვეყნებში დაარსდნენ, რომლებიც თავის ქვეყანაში დამატებით ინვესტიციის მოძიებას ისახავდნენ მიზნად. ამ მიზნით, ისინი აწესებდნენ გარკვეულ საგადასახადო თუ სხვა შეღავათებს უცხოური ქვეყნების რეზიდენტებისთვის, რომლებიც დააარსებდნენ თავიანთ კომპანიებს. ეს შეიძლება ყოფილიყო როგოც საგადასახადო შეღავათი, ასევე სხვა მოქნილი სამართლებრივი თუ იურიდული საკანონმდებლო ბაზა, ასევე მათი მონაცემების დაცვა, რაც თავისთავად უკანონო არ არის.


- სად გადის მართლზომიერების ზღვარი?


- ზღვარი სწორედ გადის იქ თუ რამდენად ისახავს ეს მიზნად გადასახადების გადაქაჩვას სხვა იურისპუდენციაში, ანუ იმ გადასახადის, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ამა თუ იმ პირმა საქართველოში უნდა გადაიხადოს. აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმი.



- დეკლარაციებზე მინდა გკითხოთ, იგივე ბიძინა ივანიშვილის, არჩილ კბილაშვილის დეკლარაციებში არ არის მითითებული მათ კავშირებზე ოფშორულ კომპანიებთან. აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ დეკლარაციებს?


- თუ მათ კანონმდებლობით ევალებათ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება უნდა ამჟღავნებდნენ, თუ არა, მათ შეუძლიათ, რომ ეს ინფორმაცია დაფარული ჰქონდეთ. ანუ ასეთ შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალური შეფასება უნდა მივცეთ და უპირველესად, კანონის დარღვევა არ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ეს ჩემი მსჯელობის საგანი არ არის.


- ბოლო პერიოდში ბევრი ქვეყანა საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს ოფშორში საქმიანობა. ეს გაუმჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ნაწილი ხომ არ არის კერძო სექტორისთვის?


- გაუმჭვირვალობის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო ასპარეზზე გაჩნდა არა მარტო ოფშორულ ქვეყნებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. საგადასახადო შეღავათს კომპანიამ შეიძლება მიაღწიოს, როგორც ოფშორულ ქვეყანაში, ასევე სხვა იურისდიქციაში თუნდაც შუაგულ ევროპაში. ამიტომ თითოეული ქვეყნის ინტერესია თავისი დასაბეგრი ბაზა დაიცვას და ამისთვის მაგალითად მოვიყვან, რომ რამდენიმე წლის წინ გაერთიანდნენ ოცეულის ქვეყნები, შეიმუშავეს სამუშაო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის დასაბეგრი ბაზის სწორედ არამართლზომიერ გადაქაჩვას და არამართლზომიერ გადანაწილებას.


- რა შეიძლება ოფშორების დემონიზებამ მსოფლიო ეკონომიკას მოუტანოს?


- ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რისკენაც მიდის დღეს თანამედროვე მსოფლიო. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ოფშორული ზონები გაუქმდეს. იმიტომ, რომ ისტორიულად მათ შექმნასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ეს იყო ინვესტიციების წახალისება.


- თქვენ თვლით, რომ ის დღესაც საჭიროა?


- თუ ეს კანონმდებლობას არ არღვევს და თუ რომელიმე ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე არ ხდება, ვთვლი, რომ ამაში მიუღებელი არაფერია.



AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“
access_time2020-02-18 11:30:08
ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...


მსგავსი სიახლეები

up