Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

access_time2020-08-08 10:10:35



პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად!
დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ!

ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

რაც გაგიხარდება - ეს არის ჩვენი ბრენდის დაპირება, რომლის შესრულებაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი და ამოცანაა. შესაბამისად, მუდმივად ვანახლებთ და ვამრავალფეროვნებთ ასორტიმენტს, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი დახმარებით იპოვნონ ყველაფერი, რაც გაუხარდებათ“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული კომერცია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, აქამდე ავტომობილებით ვაჭრობა ძველი, ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა, სადაც ციფრული სივრცე მხოლოდ და მხოლოდ პირველადი ძიებისა და ალტერნატივების განსაზღვრისთვის გამოიყენებოდა. Extra.ge-მ და KIA-მ, პარტნიორობის შედეგად მოახერეხეს ეპოვათ ახალი გზა ახალი ავტომობილის უფრო მარტივად და კომფორტულად შეძენისთვის.

„გადავწვიტეთ, ამ მხრივაც, განგვეახლებინა სამომხმარებლო გამოცდილება და მიგვეცა მომხმარებლისთვის საშუალება, რომ ავტომობილის შეძენის სრული პროცესი ტრანზაქციის ჩათვლით პლატფორმაზევე განახორციელონ. ეს მართლაც რომ ახალი გზაა, ახალი გზების აღმოსაჩენად!“ - თამარ ბუაძე.

„KIA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი საავტომობილო რიგით გამოირჩევა. ამასთან, უწყვეტი ინოვაცია, განვითარება და უპირობო ზრუნვა მომხმარებელზე, ჩვენი მთავარი მიზანია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, Extra.ge-სთან ერთად, ვიყოთ პირველი და გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და ინოვაციური. წარმატებული კოლაბორაციის დასაწყებად, გადავწყვიტეთ, Extra.ge-ს მომხმარებლებს, KIA-ს ყველაზე მოთხოვნად მოდელზე ექსკლუზიური ფასები შევთავაზოთ, რომელთა შესაძენად, მათ Extra.ge-ს ციფრული პლატფორმა კომფორტულ პირობებს სთავაზობს”– აცხადებს Kia Motors Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი.

 


ეს ერთი და სხვა მრავალი! – Extra.ge ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად ასრულებს მის ამ დაპირებას და მომავალში კიდევ უფრო ინოვაციურ და ამბიციურ სიახლეებს გვპირდება




თეგები:
Extra.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up