Extra.ge მომხმარებელს  ახალი სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს

Extra.ge მომხმარებელს ახალი სერვისს - „გადამიდეთ“-ს სთავაზობს

access_time2020-04-17 12:10:22

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. იმ რეალობაში, როდესაც გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის გაყიდვასა და მიწოდებას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელმისაწვდომობის აღდგენა. ამ მიზნით, Extra.ge -მ შეიმუშავა სერვისი - „გადამიდეთ“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს  წინასწარ შეიძინოს პროდუქტი, სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით. „გადამიდეთ“ - გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თადარიგი დაიჭირონ და იმ პროდუქტებზე, რომელიც სჭირდებათ ან უახლოეს მომავალში  დასჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა მარაგში არ აღმოჩნდეს.

 

ბიზნესისთვის ახალი პროდუქტი არის შესაძლებლობა, გააგრძელონ ოპერირება და  არსებული მარაგიდან, მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზებაც, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე შეზღუდვა  ვრცელდება.

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად ისარგებლოს ამ სერვისით, საჭიროა შეარჩიოს სასურველი ნივთი - www.extra.ge - ზე, რომელსაც აქვს სპეციალური მონიშვნა - „გადამიდეთ“, გადაიხადოს ფასდაკლებული თანხა და ის იქნება პირველი, ვინც შეძენილ პროდუქტს შეზღუდვის მოხსნისთანავე, ადგილზე მიიღებს.



 
„მოცემულ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესები ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის, შევიმუშავეთ სერვისი - „გადამიდეთ“ - რომლის მეშვეობითაც, ერთის მხრივ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიძინონ პროდუქტი სპეციალური ფასდაკლებითა და უკეთესი პირობებით, მეორეს მხრივ კი ვეხმარებით ბიზნესებს, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა და მოახდინონ ისეთი პროდუქტების რეალიზება, რომლის მიწოდებაზეც ამ ეტაპზე ვრცელდება შეზღუდვა. ამ პროდუქტის მიწოდებას კი ექსტრა უზრუნველყოფს, როგორც კი მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნება.“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.


მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზება სპეციალური ფასდაკლების მიღების გარდა არის შანსი, ხელი შეუწყოს  კონკრეტული ბიზნესის და საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up