express.co.uk - ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად 25.5 მილიონ გირვანქას სწირავს, ეს უმსხვილესი კერძო შენატანია მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

express.co.uk - ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად 25.5 მილიონ გირვანქას სწირავს, ეს უმსხვილესი კერძო შენატანია მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

access_time2020-04-19 17:17:26

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესმენი 25.5 მილიონ გირვანქა სტერლინგის დონაციას ახორციელებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა express.co.uk.

სტატიის ავტორი, „დეილი ექსპრესის“ პოლიტიკური რედაქტორი დეივიდ მედოქსი აღნიშნავს, რომ ქართველი ბიზნესმენი უმსხვილესი კერძო დონორია მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც სტატიაში ნათქვამი, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახთან ერთად, საქართველოს მთავრობის STOPCOV ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა, რაც დაახლოებით 25.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ციტატა – „ეს თანხები მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანდაცვისა და ეკონომიკის. მობილიზებული რესურსები ამ მიზნების მიღწევას მოხმარდება. ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ამ ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან“.


„დღეს საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იხილოს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში. ეს ფული უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და დაეხმარება ყველა ქართველს, დაძლიოს ეს კრიზისი. ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, ფონდ „ქართუს“ საშუალებით, საქართველოში სხვადასხვა სფეროში სამ მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება გაიღეს, დაწყებული თეატრებისა და სპორტული ცენტრების მშენებლობით, დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრირებით. ივანიშვილის ქველმოქმედება მხოლოდ ჯანდაცვაში 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს საჩუქარი, საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული უმსხვილესი კერძო ერთეული კონტრიბუცია, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და მისი ძალისხმევის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას კორონავირუსის მრუდის გასწორებაში“, – წერია სტატიაში.


1tv

თეგები:
ივანიშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up