Эхо Москвы: რატომ ვერ ივიწყებს პუტინი სააკაშვილს?

Эхо Москвы: რატომ ვერ ივიწყებს პუტინი სააკაშვილს?

access_time2020-05-10 14:30:23



ერთი შეხედვით - რა მნიშვნელობა აქვს - დაინიშნება თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ერთ-ერთ პოსტზე უკრაინაში? არა პრეზიდენტად, არა პრემიერ-მინისტრად, არა რომელიღაცა საკვანძო სამინისტროს ხელმძღვანელად, არამედ რაღაც გაურკვეველი კომიტეტის გაურკვეველ თავჯდომარედ, გაურკვეველი უფლებასმოსილებით?

ეს ასეც იქნებოდა, და დღეს რუსეთში, ამ დანიშვნის შესახებ ვერავინ შეიტყობდა - საქმე რომ სხვა ვინმეს შეეხებოდეს. თუმცა, სააკაშვილი - სულ სხვა საქმეა.

უცნაურია, მაგრამ პატარა და არც თუ ისე მნიშვნელოვანი 4 მლნ-ინიანი ქვეყნის ყოფილი ლიდერი 145-მილიონიანი იმპერიის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.

მისი სახელი რუსულ პოლიტიკურ ელიტაზე, როგორც წითელი ჩვარი ხარზე, ისე მოქმედებს. ვისზე და რაზეა საუბარი რომ არ იცოდეთ, შეიქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქმე მრისხანე ზესახელმწიფოს მოქმედ დიქტატორთან და არა სუსტი ქვეყნის ექს-პრეზიდენთან გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ რუსულ ოფიციოზურ ტელეპრორგამებში, მას ხშირად თავად ვლადიმერ პუტინი ახსენებს, მასზე დამამცირებელ ფილმებს იღებენ, მისი დიაგნოზები (როგორც წესი, თითიდან გამოწოვილი) სხვადასხვა ტოკ-შოუებზე გააფთრებული დისკუსიების საგანი ხდება..

ერთი სიტყვით, მიშა არის რუსეთის ხელისუფლების უცნაური, გაუგებარი ახირება.

ალბათ უნდა იყოს რაღაც მიზეზები იმისთვის, რომ რუსეთის ელიტამ მოსკოვის ერთი რაიონისხელა ქვეყნის ექპ-პრეზიდენტი ასე ჯიუტად დაიჩემა.

თანაც, ეს თემა თითქოს დახურული უნდა იყოს - 2012 წელს, მათ შორის კრემლის ხელშეწყობითაც, სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო, ღრმა ოპოზიციაში გადავიდა, ხელისუფლებაში მიშას მოსისხლე მტრები მოვიდნენ, რის გამოც მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია.

მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა - მისი პარტია გარკვეული გავლენით სარგებლობს, და მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა, უპირობო და სრული გამარჯვების მიღწევა მას ძალიან გაუჭირდება.

სააკაშვილის უკრაინული კარიერაც რთულად მიდის - მან უკრაინულ პოლიტიკაში სერიოზულ სიმაღლეებს ჯერ-ჯერობით ვერაფრით მიაღწია..

ერთი სიტყვით, ბოლო 8 წლის მანძილზე მისი საქმიანობა მარცხებითაა სავსე.

რუსეთის მხრიდან მისი პერსონისადმი ახირება ვერც 2008 წლის ომით აიხსნება - სააკაშვილი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ძირითადი სამიზნე ჯერ კიდევ ომამდე დიდი ხნით ადრე გახდა.

ერთი შეხედვით, მოდუნების და ამ თემის უკანა პლანზე გადადების დროს მოვიდა, მაგრამ - არა.

საკმარისია, სააკაშვილი ოდნავ გააქტიურდეს - მის წინაამღდეგ პროპაგანდისტული მანქანა ახალი ძალით ამუშავდა.

რა ხდება, რაშია საქმე? რატომ არის სააკაშვილი რუსული ელიტისთვის იმდენად აუტანელი, რომ გადადგომიდან 8 წლის შემდეგაც კი მას ვერ ეშვებიან?

ამბობენ, რომ ეს პირადულია. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მისი მოწინაამღდეგეები ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მან რომელიღაცა საჯარო გამოსვლაში პუტინს „ლილიპუტინი“ უწოდა.

თუმცა, ეს ვერსია ფაქტებით არ დასტურდება - ინტერნეტში მისი მხრიდან ასეთი სიტყვების წარმოთქმის ფაქტის რაიმე დადასტურებას ვერსად იპოვით.

თანაც ცნობილია, რომ პუტინი პირად შეურაწყოფაზე, მაშინაც კი, როდესაც ის რეალურია, არასდროს არ რეაგირებს. როდესაც ამბობენ, რომ პუტინს ვიღაც პოლიტიკოსს ვერ იტანს, საბოლოო ჯამში ამის მიზეზი არა პირადული საკითხებია, არამედ უთანხმოება მსოფმხედველობაში და იდეური შეუთანხმებლობა.

მსოფლიოში ძალიან ბევრი პოლიტიკოსია, ვინც რუსეთზე სააკაშვილზე გაცილებით უფრო მკვახედ ლაპარაკობს - მაგალითად, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ამ საკითხში ხშირად თითქმის უცენზურო ენაზე გადადის. თუმცა, ის კვლავ რჩება პუტინის მეგობრად და მოკავშირედ.

ალბათ აქ საქმე პირადულ-პოლიტიკურ ზიზღთან გვაქვს საქმე - სააკაშვილი და პუტინი - ეს არის ორი საპირისპირო იდეოლოგია, პოლიტიკის და ცხოვრების მკვეთრად განსხვავებული აღქმა. პოსტსაბჭოთა ლიდერთა კლუბში ფასეულია ისეთი ფაქტორები, როგორც პარტიულ-კომკავშირული წასული, ნახევრად კრიმინალური კოდექსით „საქმეების მოგვარების“ უნარი, საუბრის და საქციელი მანერის მზგავსებაც კი.

ამ კლუბში სააკაშვილი ყოველთვის გამოიყურებოდა როგორც თეთრი ყვავი სოლიდურ კომკავშირელ ბიძებს შორის.

ასეთი პოლიტიკოსის თავად არსებობის ფაქტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე - უკვე გამოწვევაა. გამოწვევა პოლიტიკური სისტემას, მაშინაც კი, როდესაც მისგან კონკრეტული ზიანი არ არის, და ის - სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, სასჯელი კი არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული უნდა იყოს.

სამაგიეროდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან კრემლს საერთო ენის გამოძებნა არ უჭირს - პოლიტიკური კურსის უცვლელობის მიუხედავად.

დღეს ხომ საქართველოში სწორი კაცია ხელისუფლებაში - მილიარდერი, ოლიგარქი, სოლიდური ბიძა, რომელმაც გაიარა რუსეთში 90-იანი წლების ჯოჯოხეთი. ის მენტალურად და იდეურად თავისიანია - კრემლისთვის კი ეს - პოლიტიკაზე და პრაგმატულ ინტერესზე მაღლა დგას...

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

თეგები:
სააკაშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up