ე.წ. რიყის დოქები - ნაგებობა, რომელსაც მერი ბიზნესს 1 ლარად სთავაზობდა,ეკონომიკის სამინისტრო  95 მილიონად ასხვისებს

ე.წ. რიყის დოქები - ნაგებობა, რომელსაც მერი ბიზნესს 1 ლარად სთავაზობდა,ეკონომიკის სამინისტრო 95 მილიონად ასხვისებს

access_time2020-02-04 11:30:09

ცნობილი შუშის კონსტრუქცია რიყის პარკში, რომელსაც „რიყის დოქებს“ უწოდებენ წლებია უფუნქციოდაა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ამ ობიექტის  სიმბოლურ ფასად,  1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებდნენ.  თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით „რიყის დოქები“ აუქციონზე გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 95 მილიონ დოლარს შეადგენს.


რა პოტენციალი აქვს 15 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ნაგებობას ბიზნესის კუთხით და არის თუ არა ამ ფასად ბიზნესჯგუფების დაინტერესების შანსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ აუქციონის გამჭვირვალედ ჩატარებისა და ინვესტორებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში „რიყის დოქები“ მიმზიდველ ობიექტად შეიძლება გადაიქცეს.  


 „სახელმწიფო ქონების აუქციონისთვის გადაცემა სწორია, მაგრამ თუ 1 ლარადაც არ გამოუჩნდა მყიდველი „რიყის დოქებს“  მაშინ 95 მილიონად მითუმეტეს შეიძლება არავინ დაინტერესდეს. შესაბამისად, მერე ალბათ დაეცემა ფასი ან განახევრდება. თუ გამჭვირვალე აუქციონი ჩატარდება და საკმარისი დრო აქვთ პოტენციურ მყიდველებს, რომ ფული იშოვონ და თუ ამის უკან რამე განზრახვა არ არის, მთავრობას არ აქვს მოაზრებული მხარე, რომელმაც უნდა იყიდოს ეს ობიექტი, მაშინ მისასალმებელი ფაქტია.


არ ვიცი რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს, მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით, თბილისის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი შეიძლება იყოს, ეს მიმზიდველობა როგორ აისახება  მომგებიანობაში, ინვესტორზეა დამოკიდებული. 95 მილიონი ლარი რამდენად სწორი ფასია ძნელი სათქმელია, თუმცა, მნიშვნელოვანია იყოს გამჭვირვალე აუქციონი.



მე მგონია, რომ  ზოგადად, გამჭვირვალობის დონე ქვეყანაში გაუარესებულია - რამდენიმე შემთხვევა იყო როცა სწრაფად მოხდა ობიქეტის გაყიდვა,  ან ახალი წლის ღამეს მოხდა, შეიძლება რაღაც წინაპირობები ჩადონ და მოარგონ მათთვის სასურველ ინვესტორს - ეს არის ის ეშმაკობები, რომელსაც მთავრობა მიმართავს ხშირად.“ - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.


დეკემბერში, დედაქალაქის  მერმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ბიზნესმენებს და აღნიშნული ფართის 1 ლარად გადაცემა შესთავაზა იმ პირობით, რომ პროექტი დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა, ინტერესი არავის გამოუჩენია. კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, 18-20 მილიონი სჭირდება, რადგან შიგნით არის დაუმთავრებელი 4 სართულიანი შენობა. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის რთულია.


ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზებო ნუსხაში ე.წ. რიყის დოქები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა.„რიყის დოქების“ ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, ამ დრომდე უფუნქციოა. მასზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up