ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს

access_time2022-02-18 19:00:15

საქართველოს პროკურატურამ, შსს-სთან ერთად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავა 5 ადამიანი. უწყების ცნობით, ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების დიდი ოდენობის თანხებს და მათ ლეგალიზებას ახდენდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე“,- განაცხადეს პროკურატურაში.



ამგვარი სქემით ლეგალიზებული თანხა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს.


ჯგუფის წევრები დააკავეს თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, მსგავს ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრზე. 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.



გასული წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც თქვეს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. ამ საქმეზე შვიდი პირი დააკავეს.




გამოძიების ვერსიით:


  • ქოლ-ცენტრის თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;


  • ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით, ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე.


  • ე.წ ქოლ-ცენტერთან დაკავშირებულმა თემამ ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.


საქართველოში ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიებს მთავარ არხსა და ფორმულას და ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა. მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სიცრუე და ცილისწამება.

„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი ამბობს, რომ არხზე გასული სიუჟეტიდან დაახლოებით სამი თვის თავზე, გრიგოლ ლილუაშვილის ეს სარჩელი ტელევიზიის წინააღმდეგ ერთგვარი სასამართლო სარჩელების კამპანიის ნაწილად აღქმება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მაღალი თანამდებობის პირმა არ იცოდეს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას, - განაცხადა სუსმა 11 თებერვალს.



14 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა სუსის ხელმძღვანელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიეწვია, რათა მისთვის კითხვები დაესვათ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით.ა




ამავე დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და მოადგილეებმა განცადება გაავრცელეს და თქვეს, რომ არ აპირებენ მიიწვიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხდომაზე.



პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა ნაციონალური მოძრაობის გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე, - ეწერა ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას ერთობლივ განცხადებაში.


14 თებერვალს, ხაბეიშვილის ბრიფინგს წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ.



ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით, ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა, გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის 28 ოქტომბერსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ახლა უკვე ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ტრანსნაციონალურ დანაშაულს დაუკავშირა.



ამ ქოლ-ცენტრების უკან, სავარაუდოდ, დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობა, - თქვა მაშინ პრემიერმა.


14 თებერვალს მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანასთა მინსიტრმა ლაშა ხუციშვილმა, მედიასთან პრემიერ-მინისტრისგან მიღებულ დავალებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ქოლ-ცენტრები, თუმცა საქართველოში ზოგი მათგანი რეგულირების ჩარჩოს გარეთ მოქმედებს, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ჩარჩოს შექმნის თუმცა მის საზედამხედველო არეალში არ მოექცევიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ასევე ფლობენ საქართველოში ქოლ-ცენტრებს.


radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up