ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი დამნაშავედ ცნეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი დამნაშავედ ცნეს

access_time2017-09-05 12:15:12

ოთხთვიანი სასამართლო პროცესი დასრულდა, ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნეს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა დეკანოზი, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

 

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატების მტკიცებით, დეკანოზი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოა. მათი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრალეულობა არ დგინდება.

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

 

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

 

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.


 

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

 

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა თხოვა.

 

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

 

 

 

 



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up