რეალურად რამდენი აქვთ გლოვოს კურიერებს ანაზღაურება

რეალურად რამდენი აქვთ გლოვოს კურიერებს ანაზღაურება

access_time2021-01-30 16:00:05

მიტანისა თუ გამოწერის სერვისი, თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიტანის/გამოწერის სერვისით სარგებლობს. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, როცა ობიექტების უმეტესობა დაკეტილია და მოსახლეობაც გარეთ გასვლისგან თავს იკავებს, საკურიერო სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა. დასაქმებულ კურიერებს ხშირად საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ნაცვლად უწევთ მოსახლეობამდე ნივთების ტრანსპორტირება, რადგან მოპედი, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხილვადი და ყველაზე დაუცველი ტრანსპორტია. 

ამ პერიოდშივე რა თქმა უნდა გაიზარდა დასაქმებული კურიერების რაოდენობაც. 29 იანვარს, Glovo-ს კურიერების პროტესტმა საზოგადოებაში ბევრი კითხვა და გაურკვევლობა გამოიწვია, კომერსანტი კი დაინტერესდა, რამდენია გლოვერების საშუალო ანაზღაურება და კონკრეტულად რა მოთხოვნები ქონდათ მათ კომპანიასთან.

როგორც გავარკვიეთ, კურიერების ანაზღაურება შესრულებული შეკვეთების რაოდენობასა და ნამუშევარ საათებზეა დამოკიდებული. სწორედ ამის მიხედვით ერიცხებათ მათ ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი.მაგალითად, ერთი კურიერი რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში 8 საათი დაუკავშირდეს აპლიკაციას და 100-100 შეკვეთა შეასრულოს და შემდეგი ორი კვირის განმვავლობაში ბონუსზე გავიდეს, მისი თვიური გამომუშავება (თიფების გარეშე) 2500-3500 ლარის ფარგლებში იქნება.

დეტალურად ყოველკვირეული დამატებითი ბონუსები, გარდა უშუალოდ შეკვეთებზე ტარიფით გამომუშავებული თანხისა, ასე გამოიყურება:

მანქანისთვის ყოველ შესრულებულ 150 შეკვეთაზე ბონუსი 250 ლარია

მოპედისთვის ყოველ შესრულებულ 120 შეკვეთაზე 100 ლარი, ხოლო 180 შეკვეთაზე 350 ლარი.

როგორც აღმოჩნდა, გლოვერებს ლოდინის თანხაც უნაზღაურდებათ.

საინტერესოა თიფის განაწილების სისტემაც, აპლიკაციაში კურიერისთვის 1, 2 ან 3 ლარის ოდენობის ე.წ „ჩაის“ დატოვების საშუალება გაქვთ, რომელიც სრულად, 100%-ით კურიერს ეკუთვნის და მას ეს თანხა შეკვეთიდან 1 საათის განმავლობაში აესახება, რადგან ცუდი მომსახურების ან სხვა რამე სახის უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ერთი საათის მანძილზე უკან გამოითხოვოს გადახდილი თიფი.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ გამომუშავებულ თანხასთან ერთად, კურიერებს ყოველთვიურად საწვავის და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები აქვთ, სკუტერზე საშუალოდ 300-400 ლარი ხოლო ავტომობილზე 600-700 ლარი. 

ჩვენ ასევე დავინტერესდით სადაზღვევო სისტემითაც, რადგან აქციაზე რამდენიმე კურიერის მხრიდან სწორედ იმ ხიფათზე იყო საუბარი, რის ფასადაც მათ მტელი ქალაქის მასშტაბით უწევთ შეკვეთების მიტანა, თანაც ისინი არ არიან კომპანიის თანამშრომლები, სარგებლობენ მიკრო მეწარმის სტატუსით და კომპანიის პარტნიორებად ითვლებიან. Glovo-ს კორპორატიული დაზღვევა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი უბედური შემთხვევა მოხდება პლატფორმის გამოყენებისას. იგი ითვალისწინებს პირად შემთხვევას, ტრანსპორტირებულ საქონელს და მესამე მხარის მიმართ მიყენებულ ზიანს ( მოტოციკლის / ავტომობილის მოხმარებისას, მესამე მხარის მიმართ მოყენებული ზარალი უნდა ანაზღაურდეს მძღოლის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევით) - ვკითხულობთ სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

როგორც კურიერებმა ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში კოვიდ დაზღვევაც ამოქმედდა, რაც გლოვერის დაინფიცირების შემთხვევაში მისი საშუალო ხელფასისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

საინტერესოა, რომ საქართველოში არსებული საშუალო ხელფასების პირობებში, კურიერები საკმაოდ მაღალი 3000 ლარიანი შემოსავალის მიღების საშუალებას და საბონუსე სისტემას აპროტესტებდნენ. კომერსანტის გუნდმა რამდენიმე კურიერს პირადადაც მიმართა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა უბრალოდ ძველი საბონუსე სისტემის დაბრუნება იყო, რადგან ნაკლებ დროში შემოსავალი მეტი გამოსდიოდათ, თუმცა, ამის საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დატვირთვის გაზრდის გამო, ყველა დეტალის, მათ შორის საბონუსე სისტემისა და სხვადასხვა ოპერაციული საკითხების ცვლილება და ადაპტირება გარკვეული სიხშირით უწევთ, მაგრამ ბოლოს ტარიფების ცვლილება გასული წლის ივნისში მოხდა.

შემდეგი შეხვედრა Glovo-ს ადმინისტრაციასა და პარტნიორ კურიერებს შორის 10 თებერვალსაა დაგეგმილი. როგორც ორივე მხარე აღნიშნავს, მანამდე მოთხოვნების განხილვასა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას აპირებენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up