ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8-წლიან მინიმუმზეა

ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8-წლიან მინიმუმზეა

person access_time2017-04-04 20:30:18

"ბოლო რვა წლის განმავლობაში, ევროზონაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა" - წერს Financial Times-ი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური მონაცემების გაუმჯობესება მანიშნებელია იმისა, რომ კრიზისის შემდგომ სიტუაცია ამ მიმართულებითაც გამოსწორდა.

 

"გასული წლის განმავლობაში, ევროზონის ქვეყნებში ერთ მილიონზე მეტად შემცირდა უმუშევართა რაოდენობა როგორც პირდაპირი შედეგი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა. ევროზონაში საწარმოების მუშაობა 2011 წლის შემდეგ წელს ყველაზე ინტენსიურია. მაგალითად, იტალიაში ფაბრიკა-ქარხნები მუშაობს ყველაზე მაღალი დატვირთვით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რაზეც მიუთითებს ადგილობრივი მანუფაქტურული ინდექსი.

 

ევროზონაში შემავალი 19 ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებაში, კრიზისის შემდგომ, არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი პოლიტიკურ განწყობასაც, რომელშიც ოპტიმიზმმა იმატა. ეს განსაკუთრებით ეხება საფრანგეთს, რომელსაც რამდენიმე კვირაში ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

 

გასულ თებერვალს, ევროზონაში უმუშევართა რაოდენობამ 140 ათასით იკლო. შესაბამისად, უმუშევრობა პროცენტის ერთი მეათედით შემცირდა 9.5%-მდე, რაც არ ყოფილა 2009 წლის მაისის შემდგომ. ჯამში, გასული წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით, უმუშევრობამ იკლო 360 ათასით. კვარტალური მონაცემებით, ეს ყველაზე დიდი კლება იყო 2015 წლის შემდგომ.

 

ეკონომიკურ გაჯანსაღებას მოელიან ესპანეთშიც, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ადგილობრივმა ცენტრალურმა ბანკმა თავისი პროგნოზი გააუმჯობესა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.8 პროცენტით გაიზრდება ნაცვლად 2.5 პროცენტისა.

 

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროზონაში 4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ევროპის მთავარი ბანკირის თქმით, ესაა კიდევ ერთი მანიშნებელი ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის წარმატებულობისა. ხსენებული ბანკის მიერ გაკეთებული ბოლო პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს უმუშევრობა შემცირდება 8.9 პროცენტამდე, ხოლო 2019 წლისთვის ეს მონაცემი 8.4 პროცენტამდე დაიწევს.


 

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების საერთო სურათის გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ პრობლემატურად გამოიყურება უმუშევრობის დიფერენციაცია სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მაგალითად, 1990 წლიდან მოყოლებული, გერმანიის უმუშევრობის დონე დღეს ყველაზე დაბალია და შეადგენს 3.9 პროცენტს. ამავე დროს, ევროზინის ზოგიერთ ქვეყანაში უმუშევრობის პროცენტული გამოხატულობა ორნიშნა ციფრებს შეადგენს.

 

10 პროცენტია ამჟამად უმუშევრობა საფრანგეთში, სადაც 23 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება. იტალიაში 0.3 პროცენტით შემცირდა უმუშევრობა 11.5 პროცენტამდე. ესაა გასული წლის აგვისტოს შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება შეეხო ევროზონის ქვეყნების უმრავლესობას, საბერძნეთის ეკონომიკას ბევრი არაფერი გაჯანსაღება ეტყობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ ქვეყანაში უმუშევრობამ გასულ წელს ერთი პროცენტით იკლო და ამჟამად შეადგენს 23.1 პროცენტს.

 

ეკონომისტების აზრით, უმუშევრობის შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროზონის შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნვესაყოფად, რამეთუ მოსალოდნელია გარკვეული ინფლაციური პროცესები და ამავე დროს, შრომის ანაზღაურება ნაკლები ტემპებით იზრდება.

 

ექსპერტები მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს ულტრა-ლიბერალისტულ მონეტარისტულ პოლიტიკას. ამ გზით ცდილობს ბანკი ევროზონაში პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გაჯანსაღების შენარჩუნებას. უნდა აღინიშნოს, რომ ევროზონაში ინფლაციური მაჩვენებელი თითქმის პასუხობს ბანკის მიერ დასახულ სასურველ წლიურ 2 პროცენტს" - წერს Financial Times-ი.

 

 

 

 

 

 



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up