ევროზონაში ფასების ზრდამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მიმდინარე წლის ივნისში ინფლაციამ 8,6% შეადგინა, რამაც ევროპის ცენტრალურ ბანკის ECB ანალიტიკოსების მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა . - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financial Times ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ინფლაციის ნიშნულმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ენერგორესურსების ფასები ივნისში ევროზონისთვის ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თითქმის 42 % ით, ხოლო სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ფასები 8,9 % - ით გაიზარდა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების შეფერხების შედეგია.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ევროზონის ინფლაციის 8,4% - იან ნიშნულს პროგნოზირებდნენ. Pantheon Macroeconomics-ის ეკონომისტმა, კლაუს ვისტესენმა, თქვა, რომ ინფლაციის მოსალოდნელზე დიდი ზრდა „ზრდის იმის რისკს“, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი - ECB რეფინანსირების განაკვეთს დაგეგმილზე მეტი პროცენტული პუნქტით გაზრდის.
ევროსტატის შეფასებით მიმდინარე წლის ივნისში ინფლაცია ევროზონის 19 ქვეყნიდან 17-ში გაიზარდა და მხოლოდ გერმანიასა და ნიდერლანდებში შენელდა.
ft.com