ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

access_time2020-10-30 19:00:31

გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.

 

საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.

 

რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია და ეკონომიკური ზარალი პირველ ტალღაზე ბევრად უფრო მძიმე იქნება.

 

ბრიტანელებს თვითკრიტიკა ძალიან უყვართ და ამიტომაც ისინი გულწრფელად ფიქრობენ, რომ ვირუსი ბრიტანეთში განსაკუთრებთ ბობოქრობს, პოლიტიკური ვითარება კი ქაოტურია, მაგრამ ევროპაში ყველაფერი გაცილებით უფრო ცუდადაა.

 

საფრანგეთში ყოველდღიურმა ინფიცირებამ 50 000-ს მიაღწია, გავრცელება სრულიად უკონტროლო გახდა და შესაბამისად, მაკრონს მკაცრი შეზღუდვების შემოღება მოუწია. გერმანიამ პანდემიის პირველი ტალღა შედარებით რბილად გადაიტანა, თუმცა, მეორე ტალღამ მას მთელი ძალით დაარტყა, შესაბამისად, ქვეყანაში იკეტება რესტორნები და ბარები.

 

ესპანეთი და იტალიაც სერიოზულად დაზარალდნენ, ხოლო ცენტრალურ ევროპაში, სადაც პირველმა ტალღამ ძალიან რბილად ჩაირა, დღეს ვითარება გაცილებით უფრო რთულია. კორონავირუსი ჩეხეთში და პოლონეთშიც ბობოქრობს.

 


ევროპა მეორე ტალღის ეპიცენტრშია, თუმცა, ზამთარი ჯერ არც კი დაწყებულა.

 

ეკონომიკური დანაკარგები ძალიან მძიმე იქნება. პანდემიის გავლენა წარმოების შემცირებაზე და უმუშევრობის ზრდაზე საშინელი იქნება და ამას 3 ძირითადი მიზეზი აქვს. გერმანია ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივია და ის სრულ თვითიზოლაციას უახლოვდება. როდესაც ქარხნები გაჩერდება, ეს ძრავიც გაჩერდება.

 

იგივე გზით მიდის საფრანგეთი, ევროზონის მეორე ეკონომიკა, ესპანეთი, მე-4 ეკონომიკა, უკვე იქ არის.

 

ასევე დაზარალდებიან  საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია და იტალია, რომელთა ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია ტურიზმზე. მაგალითად, ტურიზმზე ესპანეთის მშპ-ს 18%, ხოლო ესპანეთის 15% მოდის.

 

დღეიდან ცხადია, რომ ერთი ჩავარდნილი ტურისტული სეზონის ნაცვლად, ისინი უკვე ორს მიიღებენ. სულ ცოტა ხანში მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაიხურება, შემდეგ კი რესტორნები,პლიაჟის ბარები და სასტუმროები.

 

პირველ ტალღასთან შედარებით, უარესობა იმაში იქნება, რომ სახელმწიფოების მხრიდან რეაგირება გაცილებით უფრო სუსტი იქნება. ევროპის ცენტრალურ ბანკს ფული უკვე გაუთავდა. ევროკავშირის მიერ შემქნილი აღდგენითი ფონდი  (Coronavirus Recovery Fund) დღევანდელი გადასახედიდან სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ კორონავირუსით დაზარალებულ ეკონომიკას აღდგენაში დაეხმაროს.

 

თანაც ფულის გამოყოფა მხოლოდ მომავალ წელს დაიწყება, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ესპანეთმა. დაკრედიტებაზე უარი ცუდი პირობების გამო განაცხადა.

 

ღრმა რეცესიის მოლოდინში პოლიტიკური ცხოვრებაც თითქმის პარალიზებულია. საბოლოოდ ამის შედეგი რა იქნება?  ის, რომ პანდემიის მეორე ტალღა მსოფლიო ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, თუმცა, ყველაზე მეტად სწორედ ევროპა დაზარალდება.

 

ბაზრები პანიკაში არ არიან, ისინი უბრალოდ რეალობას ასახავენ - ევროზონა უმძიმეს მდგომარეობაშია.



წყარო: spectator.co.uk

თეგები:
ევროზონა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up