ევროსეზონიდან საქართველო ხუთ მილიონამდე მიიღებს - ყველაზე მეტი ბათუმის „დინამომ“ და „საბურთალომ“ გამოიმუშავეს

ევროსეზონიდან საქართველო ხუთ მილიონამდე მიიღებს - ყველაზე მეტი ბათუმის „დინამომ“ და „საბურთალომ“ გამოიმუშავეს

access_time2022-07-31 11:00:11

ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაუცრუეს იმედები. ამით მათ არა მხოლოდ მორალური მარცხი განიცადეს, არამედ, ფინანსურად გაძლიერების შანსიც დაკარგეს.


ევროსეზონი საქართველოსთვის ივლისში დაიწყო და ივლისშივე დასრულდა. გუნდები ორ ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ – ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ბრატისლავას „სლოვანთან“ წაგების შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც „დინამო თბილისი“ „საბურთალო“ და გორის „დილა“ თამაშობდნენ.


აქვე ვიტყვით, რომ დაბალი რეიტინგის გამო, საქართველოს წარმომადგენელი აღარ ჰყავს უეფა-ს რანგით მეორე ტურნირზე, ევროპის ლიგაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ყველაზე მეტი შემოსავლებია.


ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პრემიები


ქართული გუნდებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ბათუმის „დინამომ“ მიიღო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 280 000 ევროსთან ერთად 260 ათასსაც მიიღებს, პლუს კონფერენციათა ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის გადალახვისთვის – 350,000 ევროს. ანუ ჯამში 890 ათას ევროს. ჩემპიონმა საქართველოში დააახლოებით 2,460 მილიონი ლარი შემოიტანა.


შემოსავლებით მეორე ადგილზეა „საბურთალოა“, რომელიც ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროტურნირის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა. ამისთვის თბილისელები მიიღებენ 500 ათას ევროს – კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 150,000 ევრო დაერიცხება, ხოლო ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის – 350,000 ევროს. არადა, „სტიაუასთან“ მოგება და მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა კლუბის ბიუჯეტს კიდევ 550,000 ევროთი გაამდიდრებდა. ჯამში „საბურთალომ“ გამიმუშავა დაახლოებით 1,38 მილიონი ლარი.


ყველაზე ცოტა შემოსავალს „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ დასჯერდნენ – 150-150 ათას ევროს, რადგან კონფერენს ლიგის მხოლოდ პირველ ეტაპზე ითამაშეს. ჯამში ქართულმა გუნდებმა საქართველოში ევროსეზონიდან 1,68 მილიონი ევრო (დააახლოებით 4,673 მილიონი ლარი) შემოიტანეს.


ქართული გუნდების ევროშემოსავლები


ბათუმის „დინამო“ 890 ათასი ევრო

„საბურთალო“ 500 ათასი ევრო

„დინამო თბილისი“ 150 ათასი ევრო

გორის „დილა“ 150 ათასი ევრო


ჯამში 1,69 მილიონი ევრო

თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, რაშიც ევროტურნირების საპრიზო ფონდები მეტყველებს


ჩემპიონთა ლიგა


ყველა ეროვნული ჩემპიონი, ვინც არ გაივლის ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მიიღებს 260,000 ევროს, პლუს თითოეულ შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის – შესაბამის თანხას.


პირველი – საკვალიფიკაციო ეტაპი 280 000 ევრო

მეორე – საკვალიფიკაციო ეტაპი 380 000 ევრო

მესამე – შესარჩევი რაუნდი 480 000 ევრო

ჯგუფში მოხვედრა – 15,640 მლნ ევრო

მოგება – 2,8 მლნ ევრო

ფრე – 900,000 ევრო


ევროპის ლიგა


პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 240 000 ევრო

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 260 000 ევრო

მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 280 000 ევრო

პლეი-ოფი 300 000 ევრო

ჯგუფში მოხვედრა – 3,630 მლნ ევრო

მოგება – 630 000 ევრო

ფრე – 210,000 ევრო


კონფერენს ლიგა


პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 150,000 ევრო

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი – 350,000 ევრო

მესამე – საკვალიფიკაციო ეტაპი 550,000 ევრო

პლეი ოფი – 750,000 ევრო

ჯგუფში მოხვედრა – 2,940 მლნ ევრო

მოგება – 500,000 ევრო

ფრე – 166,000 ევრო


წყარო: 1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up