ევროსასამართლომ სბერბანკის, ვითიბი ბანკისა და ვნეშეკონომბანკის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

ევროსასამართლომ სბერბანკის, ვითიბი ბანკისა და ვნეშეკონომბანკის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

access_time2018-09-13 22:13:39

ლუქსემბურგის სასამართლომ (ევროკავშირის სასამართლო სისტემის პირველი ინსტანცია) უარი თქვა სბერბანკის, ვითიბი ბანკისა და ვნეშეკონომბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი მათ წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს.


ევროკავშირის სანქციების ქვეშ სბერბანკი და ვნეშეკონომბანკი 2014 წლის მიწურულს მოხვდნენ. მაშინ ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რუსეთის სახელმწიფო ბანკებისგან აქციების, ობლიგაციების, ან მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტების შესყიდვა და გაყიდვა აეკრძალათ. სანქციები 90 დღეზე იყო გათვლილი. მოგვიანებით დაწესებული შეზღუდვები საგრძნობლად გაფართოვდა. 2014 წლის ოქტომბერში სბერბანკმა სანქციები გაასაჩივრა, შემდეგ კი იგივე გააკეთა ვითიბი ბანკმა და ვნეშეკონომბანკმა.


ვითიბი ბანკმა მაშინ სასამართლოს განუმარტა, რომ საერთაშორისო კომერციული ბანკია და არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტთან.



რუსული ბანკები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოყვნენ, აგრეთვე ბრალს სდებდნენ ევროსაბჭოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის.



ipress





ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ
access_time2018-11-14 21:00:00
Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას განაგრძობს - ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც, Navigant Research-ის მიხედვით, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 20%-ს წარმოადგენს. აშშ-ის ბაზარზე Tesla გაცილებით მეტ ავტომობილს ყიდის, ვიდრე Nissan Leaf, GM Chevy Bolt და სხვ. თუმცა დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში Tesla-ს გაცილებით რთულ კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს...


მსგავსი სიახლეები

up